1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბიბ ბიზ ბილ ბინ ბიო ბირ ბის ბიუ ბიფ ბიჰ

ბინადრობის ცენზი

ეხება მხოლოდ პასიური საარჩევნო უფლების განხორციელებას. მისი დაწესებით საარჩევნო კოდექსი მოითხოვს, პირის გარკვეული ვადით ცხოვრებას ქვეყანაში, ან რომელიმე ტერიტორიულ საარჩევნო ერთეულში. კოდექსი სხვადასხვა არჩევნებისთვის ბინადრობის სხვადასხვა ცენზებს აწესებს. საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მხოლოდ ის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში. პრეზიდენტობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღიცხვაზე. „პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მხოლოდ ის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წელი. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცვხაზე“. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია 5 წელი მაინც და რეგისტიტებულია შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე.
Source: ჯავახიშვილი ნინო, კუჭუხიძე მარინა „ახალგაზრდების პოლიტიკური კულტურა და მასმედია“ / [ავტ.: ნინო ჯავახიშვილი, მარინა კუჭუხიძე; რედ. კონსტანტინე კანდელაკი; ბროშური მომზად. მონაწილეობდნენ: სალომე ცისკარიშვილი, დავით ჭიჭინაძე] - [თბ.]: სამოქალაქო კულტურის საერთაშ. ცენტრი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9