1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ცე ცი ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცივ ციკ ცილ ცინ ცის ციფ ციც

ციფრირება

E. digitize, digitization
ციფრულ ფორმაში გადაყვანა, დისკრეტიზაცია. მაგალითად, ოპტიკური სკანერები ახდენენ გამოსახულებების ციფრულ ფორმაში გადაყვანას. ასევე შესაძლებელია ხმის, ვიდეოს და ნებისმიერი ტიპის მოძრაობის ციფრირება. ყველა ამ შემთხვევაში ციფრირება ხორციელდება ციფრულ ფორმაში გადასაყვანი სიდიდის გაზომვით დროის დისკრეტულ ინტერვალებში. მაგალითად, ხმის ციფრირების დროს, მოწყობილობა ზომავს ტალღის ამპლიტუდას წამში მრავალჯერ, რის შემდეგაც ხდება ამ რიცხვითი მნიშვნელობების ჩაწერა ციფრულად. თუმცა ციფრული ფორმით წარმოდგენა არის ანალოგური, უწყვეტი პროცესის აპროქსიმაცია, იგი სასარგებლოა, ვინაიდან შედარებით იოლია მისი ელექტრონულად შენახვა და მანიპულირება. მთავარ სირთულეს წარმოადგენს ჯერ ანალოგურიდან ციფრულ ფორმაში გადაყვანა და შემდეგ ისევ ანალოგურ ფორმაში დაბრუნება.
Source: საქარველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო პროგრამა. /დოკუმენტი მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროქტმა UNDP/GEO/00031399 – „საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო-პროგრამის შემუშავება“/-/კ. დემეტრაშვილი[და სხვა],–თბ.,2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9