1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პით პილ პირ პიტ პიუ

პიროვნება

  1. უნიკალური არსება, რომელიც თავის თავზე ერთდროულად მრავალ ფუნქციას (როლს) იღებს. ეს როლები დინამიურია და ცვალებადობას განიცდის დროსა და გარემოში. ყოველ პიროვნებას გააჩნია ატრიბუტების კომპლექტი (მოქმედების კომპონენტები), რასაც ემატება ცხოვრებისეული გამოცდილება. ადამიანი სარგებლობს ამ საშუალებებით, რათა გარემოსთან და სხვა ადამიანებთან ჰქონდეს ურთიერთობა. იგი ამას აღწევს ოკუპაციური ქმედების საშუალებით. ტერმინი ,,პიროვნება“ გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი თავის შეცნობას, პერსონალურ სტილს, კულტურულ და სოციალურ საფუძვლებს და პირად უნარებს ანუ მონაცემებს. პირად უნარებში შედის მოტორული, სენსორული, შემეცნებითი უნარები და მთლიანად ჯანმრთელობა. ყოველი პიროვნება იყენებს ჩვევათა ნაკრებს (კომპლექტს), როგორც თანდაყოლილს, ასევე შეძენილს, რათა ჩაერთოს ოკუპაციურ ქმედებებში ანუ მისთვის მიზანმიმართულ საქმიანობებში.
    Source: გელოვანი მარინა, თავართქილაძე თამარ ოკუპაციური თერაპია/მხატვ.: ბუბა ოჩიაური - თბ.: სიესტა, 2004
  2. ინდივიდისთვის დამახასიათებელი ნიშანთა ერთობლიობა, რაც განაპირობებს ადამიანის ქცევას.
    Source: სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IV კლასების მოსწავლეთათვის: (დამრიგებლის წიგნი): საუბრები მოსწავლეებთან პიროვნების მორალურ განვითარებაზე, გარემოსდაცვით კულტურასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე, მოქალაქეობრივ, პატრიოტულ ცნობიერებასა და სხვა ზოგადსაკაცობრიო ჰუმანურ ღირებულებებზე / ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი; [წიგნი მოამზადეს: ნინო ლაბარტყავა, ნინო ლორთქიფანიძე; პ/მგ რედ. ნინო ლაბარტყავა]. - თბ., 2010.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9