1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დია დიგ დიდ დივ დიზ დინ დიო დიპ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ

დიანეტიკა

საენტოლოგიის ნაწილი, სექტის (საენტოლოგია რედ.) წევრთა წარმომადგენლების მიხედვით, არის მეცნიერება, რომელიც განმარტავს და ხსნის ადამიანის აზროვნების ფუნქციასა და აგებულებას. ადამიანი შედგება სხეულისაგან, გონებისაგან (Mind) და ტეტანისაგან (Thetan) ანუ სულისაგან. უმთავრესი ადამიანში არის ტეტანი (სული), ვინაიდან ის უკვდავია და ადამიანის სიკვდილის შემდეგ ეძებს ახალ სხეულს. დიანეტიკის მიხედვით ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანია ,,გადარჩენა”. ადამიანური ცხოვრების ისტორია ესაა ,,გადარჩენათა”თანმიმდევრობა. დიანეტიკა ამტკიცებს, რომ გონების დანიშნულებაა გადაჭრას გადარჩენასთან დაკავშირებული პრობლერმები. იმისათვის, რომ გონებამ შესძლოს გადასარჩენად მიმართული ქმედებების სწორად შერჩევა, მას სჭირდება ინფორმაციის მიღება, დამახსოვრება და გამოყენება. ამისათვის იგი დაჯილდოებულია უნარით დაიხსომოს (,,ჩაიწეროს”) სურათები, რომელსაც გარკვეული ენერგია გააჩნია. იმისდა მიხედვით თუ გონების რომელ ნაწილს აქვს აღბეჭდილი ესა თუ ის სურათი, ამ უკანასკნელის ენერგია შეიძლება იყოს დადებითი, ან – უარყოფითი. გოინების ეს ნაწილებია ე.წ. ,,ანალიტიკური გონება” (”Analytical Mind”) და ე. წ. ,,რეაქციული გონება” (“Reactive Mind”). ადამიანის რეაქციულ გონებაში აღიბეჭდება ინფორმაცია ე. წ. ენგრამები, რომელსაც ადამიანი ღებულობს ფიზიკური ტკივილის თუ უგონოდ ყოფნის დროს ან სულაც ,,წინა ცხოვრებიდან”. ასე, მაგალითად ავტოავარიის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის რეაქციული გონება ერთმანეთის თანმიმდევრობით იწერს ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება, ავტომობილების ხმაური, ხალხის ჩოჩქოლი, პოლიციის სასტვენის ხმა, ხმამაღალი გინება და ა.შ. შესაბამისი ენგრამე შედგება ამ შეგრძნებათა ჯამისაგან, სადაც თითოეული შეგრძნება ერთმანეთის ტოლია. ანუ თუ შემდგომში განმეორდება ამგვარ შეგრძნებათა საკმარისი თანმიმდევრობა, - მაგალითად გაიგონებს პოლიციის სასტვენის ხმას და ხმამაღალ გინებას, - ადამიანი სრულად შეიგრძნობს ყველაფერ იმას, რაც შესაბამის ენგრამეშია მოცემული. ანუ მოხდება ძველი ენგრამეს რესტუმილაცია. აქედან გამომდინარე, დიანეტიკა ამტკიცებს, რომ სწორედ ენგრამეა ის ერთადერთი მიზეზი, რომელიც იწვევს გონების გადაცდენებს (ე.წ. აბერაციებს) და ფსიქოსომატიურ დაავადებებს. დიანეტიკიდან გამომდინარეობს საენტოლოგთა პრაქტიკა, რომლის არსიც ასეთია: რადგან ადამიანში გროვდება უარყოფითი აბერაციები, იგი დამთრგუნველად მოქმედებს რა ,,ანალიტიკურ გონებაზე” ხელს უშლის ადამიანს მიაღწიოს სრულ თავისუფლებას. საენტოლოგიის ,,ამოცანაა” სრული თავისუფლების მოპოვება. ამისათვის საჭიროა წაიშალოს უარყოფითი ენგრამები, რისთვისაც სპეციალური ტექნოლოგიაა შემუშავებული. როგორც საინტოლოგიები ირწმუნებიან, ენგრემებისგან გათავიასუფლების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და პრაკტიკულად ადამიანის მთელ ცხოვრებას მოიცავს. ადამიანი ჯერ აღწევს განთავისუფლების პირველ საფეხურს და ის ხდება სუფთა (წმინდა - Clear), ხოლო შემდეგ ის აღწევს საფეხურს OT (Operating Thetan-ქმედითი გონება). OT-ს მოპოვებული აქვს სრული სულიერი თავისუფლება, სრულად აკონტროლებს თავის სხეულს და ფლობს სრულყოფილ ცოდნას გარესამყაროს შესახებ.
Source: დადუნაშვილი ელგუჯა და სხვ., აბაშიძე ლევან, გოგიბერიძე გია რელიგიურ ურთიერთობათა რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (სექტა) / [ავტ.: ელგუჯა დადუნაშვილი, ლევან აბაშიძე, გია გოგიბერიძე] ; კავშირი "ჰუმან. საზ.", ფრიდრიხ ებერტის ფონდი - თბ., 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9