1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მედიის ხარისხის კონტროლი

ზოგიერთი ადამიანისათვის ტერმინებს ,,მორალი” და ,,ეთიკა” არასასიამოვნო კონოტაცია აქვთ. ეს ტერმინები მათში ქადაგებების, ფილოსოფიის გაკვეთილების, ბოისკაუტებს და ტოტალიტარული რეჟიმების ,,მორალური წესების” ასოციაციებს აღძრავს. ,,მორალი” და ,,ეთიკა” ძირითადად არარელევანტურად გამოიყურება ისეთ სამყაროში, სადაც უმკაცრესი კონკურენციის პირობებში მედია თანდათან უფრო კომერციული ხდება. ,,ხარისხის კონტროლი”, რომელიც აქამდე მედია სამყაროში ნაკლებად იხმარებოდა, საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს. კერძოდ: პერსონალურ ეთიკას, მედია ეთიკას და მენეჯმენტის მხრიდან ნებისმიერ ინიციატივას - უკეთ ემსახუროს საზოგადოებას. ,,ხარისხის კონტროლის” უპირატესობას ძირითადად განსაზღვრავს ის, რომ იგი ნეიტრალურია და სოციალური კომუნიკაციის ყველა პროტაგონისტის დაკმაყოფილება შეუძლია. მედიის მომხმარებლისათვის ეს კარგ მომსახურებას ნიშნავს. ჟურნალისტებისათვის კი - უკეთეს პროდუქციას, სანდოობის მაღალ ხარისხსა და პრესტიჟს. მესაკუთრეებში ,,ხარისხის კონტროლი” იაპონური ბიზნეს წარმატების და შესაბამისად მოგების ასოციაციას იწვევს. დაბოლოს, ის უფრო ქმედებებზეა ორიენტირებული, ვიდრე უბრალოდ თეორიაზე.
Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9