1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წამ წარ წაყ წაშ წაწ

წამების თავიდან აცილების ევროპული კომიტეტი

ევროპის წამების, არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის თავიდან აცილების 1987 წლის კონვენციის შედეგად შექმნილი ორგანო, რომელიც მოიცავს არასასამართლო მექანიზმს წამების პრევენციისათვის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში. კომიტეტის წევრები ახორციელებენ პერიოდულ დაგეგმილ და დაუგეგმავ ვიზიტებს მონაწილე სახელმწიფოებში, სადაც ამოწმებენ დაკავების ადგილებს იმისათვის, რომ შეფასდეს როგორ ეპყრობა დაკავებულ პირებს სახელმწიფო და ამ შეფასების მიხედვით წარუდგენს სახელმწიფოს რეკომენდაციებს. კომიტეტის პირველი ვიზიტი საქართველოში განხორციელდა 2001 წელს, ხოლო ბოლო ვიზიტი კი 2004 წლის 7-15 მაისს. ანგარიში შესაბამისი რეკომენდაციებით გამოქვეყნდა 2005 წლის 30 ივნისს. პირობითად რეკომენდაციები შესაძლებელია შემდეგნაირად დაიყოს.
Source: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო: დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი: [პუბლიკაცია / ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ფონდის „ქორდეიდი“ წარმომადგენლობა საქ-ში] - თბ., 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9