1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

SA SB SC SD SE SH SI SM SO SP SR SS ST SU SW
SEG

Segno

ანუ ,,ნიშანი“, პოლიტიკური და თეოლოგიური გაზეთი, რომელმაც დღის სინათლე პირველად 1975 წლის ნოემბერში პალერმოში იხილა. ეს გაზეთი, რომლის სახელწოდების ინტერპრეტირება ,,ნიშანსვეტის“ მნიშვნელობითაც არის შესაძლებელი, ხანგრძლივი რედაქციული დაგეგმარებისა და ანალიზის შედეგი არ ყოფილა. მკაფიოდ გააზრებული მხოლოდ ამ გაზეთის ამოცანა იყო: ეკლესიისა და პოლიტიკის განახლება. თუმცა ამ ამოცანის დასახვა საკმაოდ დიდ გამოცდილებას ეყრდნობოდა და მას თავისი გზა ქრისტიანული რწმენისა და საზოგადოებრივი ინტერესების ზღვარზე უნდა გაეკვლია. თავად გაზეთის იდეოლოგია პალერმოში არ დაბადებულა. მასში ასახული იდეები ვატიკანის საბჭოს, მეოცე საუკუნის ამ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო მოვლენას უკავშირდება. თუმცა მისი სახე და, რაც მთავარია სულისკვეთება წმინდად სიცილიური, უფრო სწორედ კი პალერმოული იყო. ამ გაზეთში აისახა ერთი შეხედვით ჩამორჩენილი და სტაგნაციაში მყოფი, მაგრამ დიდი და ფარული ენერგიის მქონე ქალაქის სულისკვეთება, რომელიც აფეთქების ზღვარზე იყო.
Source: თავისუფლება №8(32)აგვისტო, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2004წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9