1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

E- EA EC ED EE EH EI EL EN EO EP ER ES ET EU EX
EX EX-

Ex Delict

თანამედროვე იურისპრუდენციაში საკმაოდ დიდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს დელიქტის ცნება. საქართველოს 1997 წლის 26 ივნისის სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი დელიქტს განმარტავს როგორც იმ პირის მოქმედებას, ,,რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს.’‘ დელიქტის ზოგად განმარტებად კი შეიძლება მივიჩნიოთ ,,სამართალდარღვევა, მიმართული საზოგადოების წინააღმდეგ, რომელიც ისჯება კანონით’‘ (3). თუმცა, სამოქალაქო სამართლებრივ დელიქტად ითვლება დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია არა ხელშეკრულების დარღვევასთან, არამედ ზიანის მიყენებასთან. ზიანის მიყენებაში კი იგულისხმება ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანი, ფიზიკური ტრავმა, ცილისწამება, პირადი თავისუფლების, საკუთრების უფლებისა და კომერციული ინტერესების შეზღუდვა. მოწინავე გერმანული ცივილისტიკა დელიქტად - Unerlaubte Handlungen, მიიჩნევს აკრძალულ მოქმედებას, დანაშაულებრივ მოთხოვნას. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით კი, მას Zwischenrecht -ს (სამართალშორის ნორმებს) უწოდებენ. სრულიად განსხვავებულ განმარტებას გვაძლევს საერთო სამართლის ქვეყნების სამართალი, სადაც დელიქტად (tort wrong, tortus wrong) მიჩნეულია მოქმედება, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის აბსოლუტურ უფლებებს და როცა ზიანის მიმყენებელი იდენტიფიცირებულია და იგი მოქმედებს პირდაპირი განზრახვით. ამასთან, ზიანად მიჩნეულია არალიკვიდირებული ზიანი, რომელიც გამომდინარეობს ნდობის დარღვევიდან, ან სხვა თანაბარ მნიშვნელოვანი ვალდებულებების დარღვევიდან (salmond).
Source: მაჭარაშვილი ოთარ. დელიქტები საერთასორისო კერძო სამართალში // ალმანახი №15, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9