1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კიდ კით კინ კიო კირ კიუ

კინდლებერგერი ჩარლზ (1910 - 2002)

ჩარლზ კინდლებერგერი იყო ამერიკელი ეკონომისტი, რომელიც ითვლება ჰეგემონური სტაბილურობის თეორიის მამად. იგი იყო, აგრეთვე, ერთ-ერთი ავტორი მარშალის გეგმისა. 1932 წელს მან დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტი, ხოლო 1937 დოქტორის ხარისხი მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტში. შემდეგ მუშაობა დაიწყო ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში. 1985 წლიდან გახდა ამერიკის ეკონომისტთა ასოციაციის პრეზიდენტი. იყო ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრი. არის ასამდე სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნის ავტორი, მათ შორის - საერთაშორისო ეკონომიკის სახელმძღვანელოსი, რომელიც პირველად 1957 წელს გამოიცა. 1991 წელს დაიბეჭდა მისი ავტობიოგრაფია ,,ეკონომისტის ცხოვრება”.
Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9