1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქალ ქამ ქან ქარ ქაშ

ქალების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი

ქალებისა და მამაკაცების თანასწორუფლებიანობა გაცხადებულია გაერო-ს ქარტიაში. ამ საკითხის განხორციელება ნაწილობრივ გადაეცა ქალების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს. კომიტეტმა მუშაობა 1982 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია (1979). ეს კონვენცია, გაერო-ს სისტემაში, ყველაზე მეტი ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული (177 ქვეყანა 2004 წლის ოქტომბრისთვის, უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს მხოლოდ ბავშვის უფლებების კონვენციას). მიუხედავად ამისა, მისი დებულებების გარშემოც იყო მრავალი დავა. ეს არა მხოლოდ ძირს უთხრის მის ეფექტიანობას, იგი ასევე აისახება კომიტეტის მუშაობაზე. კომიტეტი დაფუძნდა კონვენციის მე-17 მუხლის საფუძველზე. იგი თავდაპირველად შედგებოდა თვრამეტი ექსპერტისგან, თუმცა ოცდათხუთმეტი წევრი ქვეყნის მოზიდვის შემდეგ, ექსპერტთა რაოდენობა ოცდასამამდე გაიზარდა. წევრები აირჩევიან ფარული კენჭისყრით წევრი ქვეყნების მიერ დასახელებულებიდან. ჩვეულებრივ, განსხვავებით გაერო-ს სხვა კომიტეტებიდან, ამ კომიტეტის წევრები მხოლოდ ქალებია კომიტეტის წევრების არჩევა ხდება ოთხი წლის ვადით და, რა თქმა უნდა, როტაცია ხდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. კონვენციის პირობებიდან გამომდინარე კომიტეტის წევრები იკრიბებიან არა უმეტეს ორი კვირით ყოველ წელს (მუხლი 20). ასე არ ხდება სხვა კომიტეტებში, რომლებსაც არა აქვთ განსაზღვრული მაქსიმალური დრო. გაერო-ს წევრი ქვეყნების რაოდენობის ზრდასთან და, შესაბამისად, მათ მიერ კონვენციის რატიფიცირებასთან ერთად, კომისიისთვის ძალიან გართულდა ორკვირიან ვადაში ჩატევა. გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული შუალედური გამონაკლისი ზომები ხელს უწყობს შეხვედრებს შორის უფრო რეგულარული და ხანგრძლივი პერიოდების დადგენას. მე-20 მუხლის შესწორება მოხსნის ამ შეზღუდვას დროში, რასაც დასჭირდება რატიფიცირება ხელმომწერი მხარეების ორი მესამედის მიერ. იგი მიღებული იყო 1995 წელს, მაგრამ სახელმწიფოები არ იჩენენ განსაკუთრებულ ინტერესს მისი რატიფიცირების მიმართ. ამასობაში კომიტეტი იკრიბება დაახლოებით ორი-სამი კვირით, თუმცა ეს კვლავაც გენერალური ასამბლეის შეხედულების საგანს წარმოადგენს. კომიტეტის წლიური ანგარიში ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მეშვეობით გადაეცემა გენერალურ ასამბლეას. ქალთა განვითარების განყოფილება ემსახურება კომიტეტს, რომელიც შეთანხმების მონიტორინგის სხვა ორგანოებისგან განსხვავებით, არ იკრიბება ჟენევაში. კომიტეტის წევრები თავდაპირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს ვენაში ან ნიუ-იორკში, მაგრამ ახლა ისინი მუდმივად იმყოფებიან ნიუ-იორკში. კომიტეტისთვის არაერთხელ შეუთავაზებიათ კვლავ ჟენევაში შეკრება იმ მიზეზით, რომ გაუადვილდებოდათ სხვა უწყებებთან ურთიერთობა. თუმცა ამას მართლაც შეუძლია კომიტეტის მუშაობის გაუმჯობესება, აქ სხვა მიზეზი იმალება – ძირითად პრობლემას წარმოადგენს ტექნიკური მოთხოვნები. კომიტეტის „მიბმა“ ქალთა განვითარების განყოფილებასთან, მაშინ როცა გაერო ქალთა საკითხებისადმი მიდგომის კონსოლიდირებას ახდენს შესაბამისი უწყებების მოზიდვით და გაერო-ს მიერ ამ საკითხისადმი მინიჭებული მნიშვნელობის გამოყოფით, უეჭველად უარყოფით გავლენას მოახდენს კომიტეტის სახეზე და მისი მუშაობის ზოგიერთ ასპექტზეც კი. 1993 წლის ვენის დეკლარაციისა და სამოქმედო პროგრამის რეკომენდაციების შემდეგ, 1999 წელს მიღებული იქნა ქალთა მიმართ ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი. ამ ოქმის მიზანია, კომიტეტმა შესძლოს ინდივიდუალური საჩივრების მიღება და განხილვა. ოქმის მექნიზმების პარალელურად, ქალებს შეუძლიათ საჩივრით მიმართონ ქალთა სტატუსის კომისიას დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით. თუმცა კომისიას არ შეუძლია რაიმე ზომების მიღება ამგვარი საჩივრების საფუძველზე, ეს ინფორმაცია გამოიყენება მაშინ, როცა კომისიას ეკისრება ქალთა წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციის თანმდევი ტენდენციების შესწავლის პაუხისმგებლობა. ამ ინფორმაციას შეუძლია დიდი დახმარების გაწევა მომავალი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. დაზარალებულისთვის შეიძლება უკეთესი იყოს ამ საშუალების გამოყენება, ვიდრე სახელმწიფო მოქმედების მორჩილად მიღება. მსგავს საკითხებზე კომისიას ხშირად მიმართავენ არასამთვრობო ორგანიზციები.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9