1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქალ ქამ ქან ქარ ქაშ

ქალთა სტატუსის კომისია

ჩამოყალიბდა 1946 წლის მე-11 (I I ) რეზოლუციის საფუძველზე ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ფუნქციონალური კომისიის სახით. მისი უპირველესი ფუნქციაა რეკომენდაციებისა და ანგარიშების მომზადება საბჭოსათვის ქალთა უფლებების ხელშეწყობის თაობაზე პოლიტიკაში, ეკონომიკაში, სამოქალაქო, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროებში. მას ასევე შეუძლია რეკომენდაციების გაცემა ისეთ სფეროებში, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ ყურადღებას. კომისიის წევრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა კომისიის დაარსების დღიდან, როცა მის შემადგენლობაში მხოლოდ თხუთმეტი წევრი შედიოდა. მისი ორმოცდახუთი წევრი თითქმის რვა სამუშაო დღის განმავლობაში ხვდება ერთმანეთს ყოველ წელს. კომისიას ზოგიერთი სახის მომსახურებას უწევს ქალთა განვითარების ხელშეწყობის განყოფილება.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9