1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქალ ქამ ქან ქარ ქაშ

ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის დეკლარაცია

1967 წელს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ქალების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის დეკლარაცია. დეკლარაცია მკაფიოდ გმობს ამგვარ ქმედებებს. პირველ მუხლში ნათქვამია, რომ დისკრიმინაცია ქალების მიმართ, მათი უფლებების შეზღუდვა მამაკაცების უფლებებთან შედარებით, ფუნადმენტურად უსამართლოა და წარმოადგენს ქალების ღირსების შეურაცხყოფას. ეს დებულება განამტკიცებს პრეამბულას, რომელიც აღიარებს ქალების დიდ წვლილს სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში და იმეორებს, რომ ქვეყნის სრული განვითარება და მსოფლიოს კეთილდღეობა, ისევე როგორც მშვიდობა, მოითხოვს ქალების, ისევე როგორც კაცების, მაქსიმალურ მონაწილეობას. ყურადღება ასევე გამახვილებულია საზოგადოების განათლებაზე და ყველა იმ ცრურწმენისა თუ პრაქტიკის აღმოფხვრაზე, რომელიც ემსახურება ქალების მეორეხარისხოვნების იდეას (მუხლი 3). მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორმოცმა წელიწადმა განვლო, ამგვარი განათლების საჭიროების საკითხი კვლავაც მწვავედ დგას ბევრ სახელმწიფოში. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, ისევე როგორც ეკონომიკური და სოციალური, განსაზღვრულია დეკლარაციაში. საინტერესოა ის, რომ მუხლი 10(3) იძლევა ერთი შეხედვით დისკრიმინაციული ზომების მიღების უფლებას ქალების დაცვის მიზნით გარკვეული ტიპის სამუშაოებზე, რომლებიც დაფუძნებულია ფიზიკურ შრომაზე. ეს ეხმაურება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიდგომას, რომელიც უკვე მოხსენიებული იყო ზემოთ. ორსულობა არ უნდა იყოს სამუშაოდან დათხოვნის მიზეზი და ქალებს უნდა ჰქონდეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების შემდეგ სამუშაოზე დაბრუნების უფლება. ამასთანავე, მათთვის გარანტირებული უნდა იყოს ბავშვის მოვლის საშუალებები. სხვა დებულებები ეხება სქესის მიხედვით დისკრიმინაციის სხვა წყაროებს – ეროვნება ქორწინების შემდეგ, უფლება ქონებაზე, ტრეფიკინგი და ექსპლუატაცია და სხვა მსგავსი საკითხები. თანასწორობის საკითხსა და გაერო-ს წესდებას შორის აშკარა კავშირის გათვალისწინებით, ყველა სახელმწიფოს ეთხოვა ხელშეწყობა დეკლარაციაში მოცემული პრინციპების განხორციელებისთვის. ისეთი წყაროს არსებობის შემთხვევაშიც კი, როგორიცაა თვით წესდება, ეს მეტად ოპტიმისტურად გამოიყურებოდა.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9