1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სააპელაციო განხილვა

საბრალდებო დასკვნის გამოტანის შემდეგ მსჯავრდებული უფლებამოსილია, კანონის მიხედვით გაასაჩივროს განაჩენი უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოში ან ტრიბუნალში. არ არსებობს უსასრულოდ (ad infinitum) გასაჩივრების ზოგადი წესი. დაბალი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა უნდა მოახდინოს სულ მცირე ერთმა სასამართლომ. მაღალი ინსტანციის სასამართლომ ხელახლა უნდა გამოიძიოს ფაქტები და კანონთან შესაბამისობა, რათა უარყოს ან დაადასტუროს დაბალი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი. ზოგიერთ სამართლებრივ სისტემაში სააპელაციო სასამართლოს ფუნქციას იღებს დაბალი ინსტანციის სასამართლოს რომელიმე განყოფილება. უფრო მეტად ეს ხდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევებში, ხოლო საბოლოო სიტყვა განაჩენთან დაკავშირებით, ეკუთვნის მაღალი ინსტანციის სასამართლოს. აპელაციის შეტანა შეიძლება იმავე სასამართლოს უფრო პატარა კომიტეტში ან პალატაში. ვინაიდან მოსამართლეები განსხვავდებიან და მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება, შეცვალონ განაჩენი, ეს შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართალთან.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9