1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რეგიონულ და ენობრივ უმცირესობათა ევროპული ქარტია, 1992

დოკუმენტს მიღებული აქვს ევროპის სოციალური ქარტიის მსგავსი ფორმატი პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების ჩამონათვალით, რომელსაც ახლავს უფრო კონკრეტულ უფლებათა სია, ამ შემთხვევაში, თითოეული კლასიფიცირებულია ისე, რომ შესაბამისობა გარანტირებული იყოს სხვადასხვა დონეზე: მაგალითად, ენობრივ უმცირესობათა განათლების უზრუნველყოფით, სახელმწიფომ შეიძლება ირჩიოს მთლიანი განათლების ან ამგვარი განათლების ნაწილის უზრუნველყოფა, ან ისეთი განათლების გარანტირება, რომელსაც მოითხოვენ მშობლები ან უბრალოდ იმ კულტურული განათლების მიცემა, რომელიც ეხება უმცირესობებს და რეგიონულ ენებს. ამგვარი განათლების მიწოდება შეიძლება ან სკოლამდელ, დაწყებით, საშუალო, უმაღლეს, შემდგომ ან მოზრდილთა საგანმანათლებლო დონეზე (მუხლი 8). ამგვარად სახელმწიფოს ეძლევა დიდი არჩევანი. ამასთანავე, ყველა სახელმწიფოს უნდა შეეძლოს ქარტიასთან მიერთება (თუმცა აშკარაა, რომ სახელმწიფოები მუდმივად უნდა იღწვოდნენ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ამჟამად შემოთავაზებულ უფლებათა განხორციელებისკენ). ქარტიაში მოცემული სხვა უფლებები უკავშირდება სასამართლო განხილვის, მედიის, ადმინისტრაციული და სახელმწიფო ხელისუფალთა მიერ გამოყენებულ ენას და ენათა პლურალიზმს კულტურულ საქმიანობასა და, ზოგადად, კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთობებში.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9