1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პლა პლე პლი პლო პლუ

პლებისციტი

პლებისციტების მეშვეობით მოსახლეობას მიეცა შესაძლებლობა გადაეწყვიტა, თუ რომელი სახელმწიფოს ქვეშევრდომობაში სურდა ცხოვრება. იქ, სადაც ჯგუფებმა დაიბრუნეს ნაციონალური თვისებები, დაიდო შეთანხმებები უცირესობათა შესახებ ან უმცირესობათა უფლებები შეტანილ იქნა შესაბამის ხელშეკრულებაში აღნიშნული ჯგუფების უმრავლესობის მხრიდან დათრგუნვისაგან დაცვის მიზნით. ავსტრო-უნგრეთის, თურქეთის და გერმანიის იმპერიების რღვევამ ევროპაში გააჩინა „ადვილად დასაუფლებელი“ დიდი ტერიტორიები – ასეთი ტერიტორიები ან მოკავშირეებმა მიიერთეს, ან მოხდა მათი გაერთიანება და ისეთი ახალი სახელმწიფოების შექმნა, როგორიცაა იუგოსლავია და ჩეხოსლოვაკია. განხორციელდა უამრავი სქემა ადამიანთა იმ პრობლემების შესამსუბუქებლად, რაც გამოიწვია აღნიშნულმა რეორგანიზაციამ. მაგალითად, შლესვიგში (ტერიტორია, რომელიც მდებარეობს კილის არხის (გერმანია) ჩრდილოეთით და დანიის კონტინენტური ნაწილის უკიდურეს სამხრეთ საზღვარზე) ჩატარებული პლებისციტის შედეგად ჰამფტრაფი გადაეცა გერმანიას, ხოლო საედი გადავიდა დანიაში, რადგან ეს წარმოადგენდა მისი მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9