1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

  1. abbr. UN
    E. United Nations Organization
    1941 წლის აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სერ უინსტონ ჩერჩილი ატლანტიკის ოკეანეში საბრძოლო ხომალდზე („უელსის პრინცი“) გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ მსოფლიო სამშვიდობო გეგმაზე. მოგვიანებით 1942 წლის 1 იანვარს, 26 სახელმწიფოს წარმომადგენელი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში შეიკრიბა, სადაც პირველად გაჩნდა ტერმინი „გაერთიანებილი ერები“, რომელიც რუზველტს ეკუთვნის.
    შემდეგი შეხვედრა მოსკოვში შედგა. ამ შეხვედრაზე აშშ-ს, სსრკ-ს, ჩინეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ჩამოეყალიბებინათ ორგანიზაცია, რომელსაც მშვიდობისა და უსაფრთხოების ფუნქციები დაეკისრებოდა.
    1945 წლის 26 ივნისს სან-ფრანცისკოში 50-მა სუვერენულმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა გაეროს წესდებას. დამფუძნებელი კრება კალიფორნიის შტატში, სანფრანცისკოში, რედვოდ გროუში გაიმართა. ოფიციალურად გაერო შეიქმნა 24 ოქტომბერს, წესდების რატიფიცირება მოხდა ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ
  2. გაერო თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სუვერენულ სახელმწიფოთა ნებაყოფლობითი გაერთიანება და საერთაშორისო სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციაა. გაერო თავად არ ფლობს სუვერენიტეტს. ორგანიზაციის ნებას წევრი-სახელმწიფოები განსაზღვარავენ, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით - კონსესუსის ან კენჭისყრის გზით.
    თითოეული სახელმწიფო, განურჩევლად სიდიდისა, ეკონომიკური თუ სამხედრო ძლიერებისა, ერთი ხმის მფლობელია. გამონაკლისია უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი. ესენია: აშშ. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთის ფედერაცია. მათ მსოფლიო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას შეუძლიათ ვეტოს უფლება გამოიყენონ.
    Source: საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი მიმოხილვა და მათი თანამშრომლობა.– საქართველოსთან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,–თბ.,– 2005
  3. ერთა ლიგა შეცვალა ახალმა, გაერთიანებული ერების საერთაშორისო ორგანიზაციამ. მისი წინამორბედის ზოგიერთი ფუნქციის მიღებასთან ერთად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მოიცვა ადამიანის უფლებათა მასიური შელახვის და ტერიტორიული სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევების პრობლემები - ის მოვლენები, რომლებმაც გამოიწვია ორი მსოფლიო ომი და გამოიწვია ადამიანთა დიდი ტანჯვა. ოცდაათი წლის განმავლობაში ორი მსოფლიო ომის უპრეცედენტო, დამანგრეველმა შედეგებმა პოლიტიკური აზროვნების ისეთი დემორალიზაცია გამოიწვია, რომ მომავალი თაობების ამგვარი ტრავმისაგან დაცვის მიზნით აუცილებელი გახდა დამაჯერებელი მექანიზმის ჩამოყალიბება. ამ მიზნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა საერთაშორისო რეაგირება. არსებული განწყობით კონსენსუსი მალე იყო მოსალოდნელი. საბოლოოდ, 1945 წელს სან-ფრანცისკოში მიღებული იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება (შემდგომში „წესდება“), რომელიც ძალაში 1945 წლის 24 ოქტომბერს შევიდა.
    Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9