1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

ადამიანის უფლებათა კომიტეტი

ჩამოყალიბდა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის საფუძველზე (მუხლი 28). იგი შედგება თვრამეტი წევრისგან, რომლებიც გამოირჩევიან „უნაკლო მორალური ხასიათით და აღიარებული კომპეტენციით ადამიანის უფლებათა სფეროში“ (მუხლი 28 (2)). დიდი ყურადღება ექცევა მათ სამართლებრივ გამოცდილებას. წევრები მსახურობენ ოთხი წლის განმავლობაში და იცვლებიან როტაციის პრინციპით. კომიტეტს შეუძლია პერიოდული ანგარიშების განხილვა, სახელმწიფოთაშორისი საჩივრების და ინდივიდუალური შეტყობინებების მიღება დამატებითი ოქმის თანახმად. ადამიანის უფლებათა კომიტეტის დატვირთვა სულ უფრო იზრდება, ვინაიდან იზრდება მონაწილე მხარეების რიცხვი და მატულობს კომიტეტის პასუხისმგებლობა საკუთარი სამუშაოს მიმართ.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9