1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეაპ

ეაპს

ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო – შეიქმნა 1997 წელს, მან შეცვალა ჩრდილოატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრი და, მის მიღწევებზე დაყრდნობით, გზა გაუხსნა უფრო ღრმა და ოპერატიული პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ამჟამად, ეაპს–ში 20 პარტნიორი ატარებს კონსულტაციებს 26 მოკავშირესთან და ავითარებს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოებუის მრავალი სხვადასხვა ასპექტის მომცველ საკითხებში. მათი სამხედრო ძალები ხშირად ატარებენ ერთობლივ წვრთნებს და აქვთ ურთიერთობა; მათი ჯარისკაცები გვერდიგვერდ მსახურობენ ნატო–ს მიერ წარმართულ სამშვიდობო ოპერაციებში; მოკავშირეები და პარტნიორები ერთობლივად იბრძვიან ისეთი საერთო მტრის წინააღმდეგ, როგორიცაა ტერორიზმი ცივი ომის დამთავრების მომენტისათვის ვერავინ იწინასწარმეტყველებდა ევროატლანტიკური სტრატეგიული გარემოს ამგვარ დრამატულ ცვლილებას. ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოში გაერთიანებული არიან ნატო–ს წევრები და პარტნიორები. აჟამამად სულ 446 ქვეყანა. ეს არის მრავალმხრივი ფორუმი, რომლის მიზანია რეგულარული დიალოგისა და კონსულტაციების წარმართვა პოლიტიკასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ის არის აგრეთვე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის ჩარჩოებშიც ვითარდება ინდივიდუალური ორმხრივი ურთიერთობები ნატო–სა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის. 1997 წელს მიღებული გადაწყვეტილება ეაპს–ს შექმნის თაობაზე ემყარება ჩრდილოატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის ფარგლებში მიღწეული წარმატებების განვრცობისა და უფრო ფართო და ოპერატიული პარტნიორობისათვის უსაფრთხოების ფორუმის შექმნის სურვილს. ეაპ–ის ფარგლებში ტარდება მოკლევადიანი კონსულტაციები მიმდინარე პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე. ამასთან, მხარეები ატარებენ აგრეთვე გრძელვადიან კონსულტაციებს და თანამშრომლობენ საკითხთა ფართო სპექტრში. ამ საკითხთა შორისაა კრიზისების მართვისა და მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციები; შეიარაღების კონტროლი და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების პრობლემა; საერთაშორისო ტერორიზმი; თავდაცვის სფეროს დაგეგმვა, დაფინანსება, პოლიტიკა და სტრატეგია; სამოქალაქო საგანგებო დაგეგმვა და მზაობა კატასტროფებისათვის; თანამშრომლობა შეიარაღების სფეროში; ბირთვული უსაფრთხოება; თანამშრომლობა სამოქალაქო და სამხედრო სექტორებს შორის საჰაერო მოძრაობის მართვაში; სამეცნიერო თანამშრომლობა და სხვა.
Source: უსაფრთხოება პარტნიორობის მეშვეობით,–NATO/OTAN,–2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9