1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დაა დაბ დაგ დად დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დახ

დაუნის სინდრომი

  1. ქრომოსომული დარღვევა, რომელიც იწვევს ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური განვითარების და მეტყველების შეზღუდვას.
    Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.
  2. გონებრივი ჩამორჩენილობის ფორმა, რომელიც შერწყმულია დამახასიათებელ გარეგნობასთან. მის საფუძველს წარმოადგენს ქრომოსომული აპარატის ანომალია, რომელიც ვლინდება უპირატესად ერთი ზედმეტი ქრომოსომის არსებობაში.
    Source: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის (ინკლუზიური განათლება) – თბ,2009. – რედ.:მანანა მიქელაძე
  3. პირველად ეს სინდრომი 1866 წელს ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლანგდონ დაუნმა აღწერა. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, 1959 წელს, ფრანგმა მეცნიერმა ჟერომ ლეჟენიმ აღმოაჩინა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ყოველ უჯრედში 46-ის მაგივრად 47 ქრომოსომა აქვთ, რადგან 21-ე ქრომოსომა დაწყვილების ნაცვლად სამდება. აქედან მოდის ამ სინდრომის მეორე დასახელებაც: ტრისომია 21. ტრისომია 21 დაუნის სინდრომის ყველაზე გავრცელებული ფორმაა - იგი ამ სინდრომის მქონეთა 95 პროცენტს აქვს (2%-ს ქრომოსომათა ტრანსლოკაცია და 3%-ს მოზაიციზმი აღენიშნება - მდგომარეობა, როდესაც 47 ქრომოსომა ყველა უჯრედში არ არის წარმოდგენილი). დაუნის სინდრომი არ არის მემკვიდრული, არც გადამდებია; საჭირო ყურადღების პირობებში ამ სინდრომის მქონე ბავშვები ბევრ რამეს ადვილად ითვისებენ.
    Source: სოლიდარობა. – 2006. – №8 – რედ.: ნინო ცინცაძე
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9