სოციალურ-ეკონომიკური კატეგორია, ეს არის კონკრეტული ისტორიული ცნება. ცხოვრების დონის ქვეშ იგულისხმება მოსახლეობის უზრუნველყოფა მატერიალური, სულიერი, სოციალური დოვლათითა და საცხოვრებელი პირობებით, ანუ იგივეა, რაც მოხმარების მიღწეული დონე და ადამიანთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ხარისხი.ცხოვრების დონე დამოკიდებულია მრავალ რთულ და განსხვავებულ გარემოებებზე: ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ, ისტორიულ, ეროვნულ თავისებურებებზე, ბუნებრივ პირობებზე. მათ შორის მთავარ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკური პირობები, ანუ მოსახლეობის შემოსავლები, დანახარჯები, ინფლაციის ტემპი და ა. შ.მეცნიერთა განმარტებით “ცხოვრების დონის” ქვეშ იგულისხმება მოსახლეობის უზრუნველყოფა აუცილებელი მატერიალური დოვლათითა და მომსახურებით. ძირითადად პრაქტიკაში გამოიყენება მოსახლეობის ცხოვრების დონის ოთხი გაგება: უზრუნველყოფილი დონე (კეთილდღეობა), რომლის პირობებშიც შესაძლებელია ადამიანის ყოველმხრივი განვითარება; ნორმალური დონე ითვალისწინებს რაციონალურ მოხმარებას მეცნიერულად დასაბუთებული ნორმების მიხედვით და შესაძლებელს ხდის ადამიანის ფიზიკური და ინტელექტუალური ძალების აღდგენას; სიღარიბე, რომლის პირობებშიც შესაძლებელია მხოლოდ შრომისუნარიანობის შენარჩუნება. იგი წარმოადგენს სამუშაო ძალის კვლავწარმოების ქვედა ზღვარს; სიღატაკე, მასში იგულისხმება საქონლის და მომსახურების ნაკრები, რომელიც საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ადამიანის სიცოცხლის უნარიანობა. ამრიგად, ცხოვრების დონე სტატისტიკური მეცნიერების უმნიშვნელოვანესი კატეგორიაა. მასზე ბევრად არის დამოკიდებული საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონე.
Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები. №1,-თბ,- 2007