1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რელიგიის თავისუფლება

  1. იცავს ინდივიდის უფლებას, იცხოვროს, იმოქმედოს და მთელი თავისი საქმიანობა წარმართოს თავისირელიგიის წეს-ჩვეულებათა და საკუთარი შინაგანი რწმენის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ აქ დაცულია ინდივიდის არა მხოლოდ ის რწმენა, რომელიც მისი რელიგიის სავალდებულოდ შესასრულებელ მოთხოვნებს ემყარება, არამედ ის რწმენაც, რომელიც ინდივიდისაგან კონკრეტულ სიტუაციაში აუცილებლად რელიგიურ მოქმედებას არ მოითხოვს, მაგრამ ინდივიდი დარწმუნებულია, რომ მოცემულ სიტუაციაში რელიგიური მოქმედება ყველაზე სწორი და ადეკვატური იქნება. რელიგიის თავისუფლებით დაცულია აგრეთვე ე.წ. ,,რელიგიის განხორციელების” საშუალებები, როგორებიცაა წირვა, ლოცვა, პროცესიები, ეკლესიური შეკრებები, რელიგიური თუ მსოფლმხედველობრივი დღესასწაულები და წეს-ჩვეულებები, აგრეთვე სხვადასხვა საკულტო მოქმედებები და თვით არარელიგიური, ანუ ათეისტური ზეიმები.
    Source: თავისუფლება №12 დეკემბერი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2002წ.
  2. სარწმუნოების თავისუფლად არჩევის, მისი საჯაროდ აღიარების ან აღმსარებლობის შეცვლის უფლება.
    Source: ეს შენი უფლებაა...= This is your right... / [ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია-დეა; ავტ.-შემდგ.: მადონა ხარებავა, ლალი ესებუა, მანანა გალუაშვილი [და სხვ.]; მხატვ. ზურაბ სულაკაური]. - [თბ. : ნეკერი, 2009]. - 84გვ.: ნახ., ფოტ.; 21სმ.. - ტერმინთა განმარტებანი: გვ. 79-82. - ბიბლიოგრ.: გვ. 83-84. - ISBN: 978-9941-404-98-6
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9