1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ვა ვე ვი ვო ვუ
ვაი ვაკ ვალ ვან ვარ ვაუ ვაშ ვაჭ ვაჰ

ვარიაციონისტული პარადიგმა

  1. დამყარებულია უილიამ ლაბოვის მიერ შემუშავებულ კვლევის მეთოდოლოგიასა და ანალიზურ ტექნიკაზე. ამ მეცნიერის მიერ დადგენილი და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია ის, რომ “ენის ცვალებადობა ექვემდებარება, ან შეიძლება დამტკიცდეს, რომ ექვემდებარება სტრუქტურირებას”. ეს ნიშნავს, რომ ენობრივი ცვალებადობის მეცნიერული აღწერა შესაძლებელია. მკვლევართა წინა თაობების უყურადღებობა ენის ცვალებადობის მიმართ სწორედ იმით აიხსნებოდა, რომ მათ მიაჩნდათ, თითქოს ვარიაციები ენაში (რომელთა არსებობის უარყოფა, როგორც უკვე ვთქვით, უბრალოდ, აზრს მოკლებული იქნებოდა) სრულიად შემთხვევითია და მათი სტრუქტურირება შეუძლებელია.

  2. ემპირიული კვლევის სხვა მეთოდი, მასში ენობრივი ვარიაციები და ცვალებადობა განიხილება ენაზე კონკრეტულ მეტყველთა ქცევასთან კავშირში.
    Source: ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9