1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უსა უსტ

უსაფრთხოების დილემა

დაკვირვება, რომლის თანხმადაც თავდაცვითი პოლიტიკა მეზობლის თვალში შესაძლოა აგრესიისათვის მზადებად აღიქმებოდეს, რომ ეროვნული უსაფრთხოებისათვის ზრუნვა შესაძლოა ომის რისკს ზრდიდეს. ცივი ომის დროინდელი შეიარაღების ზრდასა და სტრატეგიულ დაპირისპირებებში გამოკვეთილი „უსაფრთხოების დილემის“ ლოგიკა შეიძლება გავავრცელოთ უსაფრთხოების საერთო დისკურსზე. უსაფრთხოებისა და, საერთოდ, პოლიტიკის სფეროში ყოველ აქციას რეაქცია მოსდევს. კონკრეტული პოლიტიკური ერთობის მიერ კულტურის, ტრადიციების დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესებისა თუ ეკონომიკის რადიკალური „გაუსაფრთხოება“ სხვათა მიერ შესაძლოა მტრულ ნაბიჯებად აღიქმებოდეს. თუ ეს „სხვა“ უშუალო მეზობელი, საერთაშორისო თანამეგობრობა, ან, თუნდაც, საკუთარი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია, ასეთმა უსაფრთხოების პოლიტიკამ შეიძლება საპირისპირო შედეგები გამოიღოს.
Source: სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები: თეორიული საკითხები და საქართველოს მაგალითი / მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი; [შემდგ.: გია ნოდია, დავით დარჩიაშვილი ; რედ.: ზეინაბ სარაძე] - თბ. : CIPDD, 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9