1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

თა თე თვ თო თუ
თურ თუშ

თურქეთის კონსტიტუცია

სამხედრო გადატრიალების შედეგი. 1970-იანი წლების ბოლოს განვითარებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გადაიზარდა 1980 წლის 12 სექტემბრის სამხედრო გადატრიალებაში, რასაც მოჰყვა ხელისუფლების სათავეში სამხედროთა მოსვლა. ორი წლის განმავლობაში თურქეთი იმართებოდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ არმიის, საზღვაო ფლოტის, საჰაერო ძალებისა და ჟანდარმერიის უმაღლესი სამხედრო პირები. უშიშროების საბჭოს მეთაურობდა გენერალური შტაბის უფროსი. საბჭომ მიზნად დაისახა ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის აღდგენა. შეიქმნა კონსტიტუციური ასამბლეა, რომელსაც დაევალა კონსტიტუციის პროექტის მომზადება. დაახლოებით ერთ წელიწადში მომზადდა კონსტიტუციის პროექტი, რომელიც მიღებულ იქნა სახალხო რეფერენდუმის გზით 1982 წლის 7 ნოემბერს.
Source: აღმსარებლობის თავისუფლება ეუთოს წევრ ქვეყნებში : სამართლ. მიმოხილვა - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9