1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რელიგიის თავისუფლება გერმანიაში

გერმანიაში რელიგიის თავისუფლება გარანტირებულია კონსტიტუციით და გერმანიის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ძირითადი ტრადიციული რელიგიები წარმოადგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და სახელმწიფოსთან თანამშრომლობენ განათლებისა და სოციალურ საკითხებში. უფრო მცირე და ახალი რელიგიური გაერთიანებების სტატუსი განსხვავებულია. რელიგიის თავისუფლება აღიარებული იქნა 1648 წლის ვესტფალიის ზავით, რომლითაც დასრულდა ოცდაათწლიანი ომი და ყოველ გერმანელს მიანიჭა ძირითად აღიარებულ რელიგიებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება. ამის შემდეგ რელიგიის თავისუფლების იდეა თანდათან იკრებს ძალას განმანათლებელთა ეპოქის გავლენით. 1870 წელს, გერმანიის იმპერიის დაარსებისას, პრუსიის კანონმდებლობით, მთელ გერმანიაში აღიარებული იქნა თვითეული გერმანელის აღმსარებლობის თავისუფლება. ეს რელიგიური უფლებები კიდევ უფრო გაფართოვდა 1919 და 1949 წლების კონსტიტუციებით, რომლებმაც აღიარეს გაერთიანებების თავისუფლება და რელიგიური რიტუალების საჯაროდ შესრულების უფლება. ამ დროისათვის ძირითად რელიგიურ მიმდინარეობებს მიენიჭათ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, რომელიც მათ მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს უწესებდა და განიხილავდა სახელმწიფოს პარტნიორებად საქველმოქმედო და კულტურულ საკითხებში.
Source: აღმსარებლობის თავისუფლება ეუთოს წევრ ქვეყნებში : სამართლ. მიმოხილვა - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9