1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბოდ ბოე ბოვ ბოლ ბონ ბორ ბოფ ბოშ

ბოვუარი სიმონ დე

(1908-1986) ფრანგი მწერალი, ეგზისტენციალიზმის თეორეტიკოსი, პედაგოგი, გონკურის პრემიის ლაურეატი, რადიკალური ფემინიზმის ფუძემდებელი. მისი წვლილი ფასდაუდებელია ქალთა ემანსიპაციის გზაზე. დე ბოუარის აზრით, ქალობა ნიშნავს არა იმდენად ბიოლოგიური კატეგორიის კუთვნილებას, რამდენადაც განსაკუთრებული სოციო-ფსიქიკური რეალობისადმი, „ქალურიბისადმი“ მიკუთვნებას. მამაკაცის მსოფლმხედველური მოდელის კონტექსტში, ქალი პირველ რიგში, განიხილება როგორც არსება, რომელიც განიზომება მის მამაკაცთან მიმართებაში, როგორც გარკვეული „განსხვავებულობა“, როგორც „სხვაობა“. ეს სიტუაცია ერთდროულად ქმნის როგორც ქალის „გასაგნებას“, მისი თავისუფლების დაკარგვის, ასე მამაკაცის გარკვეული სექსუალურ-ქცევისეული და კულტურული უპირატესობის გაჩენასაც. დე ბოვუარის აზრით ქალის მდგომარეობა საზოგადოებაში ხარისხობრივად განსხვავდება მთლიანად კაცობრიობის მდგომარეობისაგან. რადგან მამაკაცების მიერ ფორმირებულ სამყაროში ქალი („სხვა“, განსხვავებული) განწირულია ითამაშოს მეორე ნახევრის როლი. დე ბოვუარი თვლის, რომ არა იმდენად ბიოლოგიამ, რამდენადაც ტრადიციულმა ქალურმა ემოციურობამ და მისმა თვითშეფასებამ განსაზღვრა და განაპირობა საზოგადოებაში სოციალურ როლთა განაწილების ამგვარი ტიპი. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული გამოცდილებით დემონსტრირებულია ცხოვრებისეული პოზიციების საკმაოდ ფართო სპექტრი, რომლებიც შეიძლებოდა ყოფილიყო ქალების მიერ დაკავებული. არც ერთი რევოლუცია, არც ერთი განმათავისუფლებელი დოქტრინა არ აღმოჩნდა ძლევამოსილი უზრუნველეყო სქესთა რეალური თანასწორობა. ქალის და მამაკაცის უცილობელი თანასწორობის მიღწევა არ შეიძლება იყოს ნაწილობრივ: ძალზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური დამოუკიდებლობა, შევსებული უნდა იყოს კულტურულ-ზნეობრივი გადატრიალებით. დე ბოვუარს მიაჩნდა, რომ მამაკაცთათვის დამახასიათებელი პრიორიტეტული სექსუალური ინსტინქტი, საბოლოო ჯამში ბიოლოგიური ენერგეტიკითა და ფსიქიკური მნიშვნელობით უთმობს ქალურ სიყვარულს, რომლის საზრისს წარმოადგენს ჰარმონიის დამყარება ერთი მხრივ, ქალურ ეროტიზმს და ნარცისიზმს, და მეორე მხრივ, შეყვარებული ქალების ღვთისმაძიებლობის მისტიკური ორიენტაციის განხორციელებას თავისი ტრფობის მიზეზში. დე ბოვუარი თვლიდა, რომ სექსუალური განსხვავებულობა მუდამ იქონიებს გავლენას სქესთა შორის ურთიერთობაზე. უნივერსალური ადამიანური ბუნების აღიარება როგორც ქალში, ასევე მამაკაცში - უნდა წერმოადგენდეს იმ კულტურული გადატრიალების საფუძველს, რომელიც მისი აზრით მოიტანს ქალთა ჭეშმაროტ ემანსიპაციას. ქალის ემანსიპაცია, დე ბოვუარის აზრით, ნიშნავს უარის თქმას იმაზე, რომ ქალი განიხილებოდეს მამაკაცთან მიმართებაში, იგი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაშინ ქალი იარსებებს მამაკაცისათვის. ქალის მხოლოდ თავისთავადი არსებობაა მნიშვნელოვანი, მამაკაცთან მიმართების გარეშე. როდესაც ორივე ერთმანეთს აღიარებს პიროვნულად, თოთოეული მათგანი მაინც დარჩება ერთმანეთისთვის „სხვა“, „განსხვავებული“. არ შეიძლება, რომ ქალი მუდამ რჩებოდეს კაცობრიობის მეორე ნახევრის როლში. ქალმა უნდა აღადგინოს თავისი ადამიანური ღირსება თავისი შემოქმედებითი თვითდამკვიდრების პროცესში. ისტორიულ პერსპექტივაში ქალს არ შეუძლია არ მოიპოვოს ჭეშმაროტი თავისუფლება და თაასწორობა.
Source: ანთელავა ლ. კულტურა და გენდერი, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],–ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9