1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რიზ რიკ რიმ რიო რიპ რის რიტ რიშ რიჩ

რიტუალი

მოწესრიგებული სიმბოლური მოქმედება, რომელიც გულისხმობს რაღაცაზე მიმართულობას, რაღაცის გამოხატვას; მაგრამ რიტუალი მხოლოდ მითის დროის შესაბამისი არ არის. რიტუალებს, ან რაღაც მათ მსგავსს, ჩვენ ჩვენს დროშიც ვხედავთ. ერთმანეთის მსგავსი რიტუალები ყველა დროში შეიძლება ვნახოთ - ამ რიტუალებს ერთი რამ თუ განასხვავებს ერთმანეთისაგან: მიმართულობა. მითის დროში რიტუალი მითის შინაარსზეა მიმართული, მას ასრულებს, შემდგომ უკვე სხვა დროში, როდესაც მითი უკვე აღარ მთავრობს - რიტუალი რელიგიურ ტექსტებს (მაგალითად ქრისტიანულს) უკავშირდება და ა. შ. მაშასადამე, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცნობიერების შინაარსის შესაბამისი რეალობა არის რიტუალი - ზოგადი, უშინაარსო მოქმედება, რომლესაც შეუძლია ყველაფერი დაიშინაარსოს, ყველაფერზე მიმართული გახდეს. შემდგომი დროები გვიჩვენებენ, რომ რიტუალი ასეთი მოქმედებაა და რომ არ არის საჭირო მაინცდამაინც მითის სტრუქტურის არსებობა, რიტუალმა რომ იმოქმედოს. შემდგომში ჩვენ ცნობიერების შინაარსის გამოვლენას სამყაროში რიტუალს ვუწოდებთ. რიტუალი ანუ ცნობიერების შინაარსი წარმოგვიდგება ერისა და ეროვნულობის სახით. ყველა იმ რიტუალს ანუ სამყაროს აღქმის წესს, რომელსაც ადამიანი ტაძარში ატარებდა, თანამედროვე ადამიანი ატარებს ისეთ ადგილას, სადაც მას ერის სიმბოლო ეგულება, - სულ ერთია, იქნება ეს ნივთი, ღმერთი თუ ადამიანი.
Source: თევზაძე გიგი. ჩვენი დრო, სფინქსი და ძენონის ისარი (ცნობიერების ესთეტიკა) / [რედ.: ლ. ბერძენიშვილი] - თბ., 1993
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9