1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კლა კლე კლი კლო კლუ

კლიენტი

  1. E. Customer
    ძველ რომში: უუფლებო, ღარიბი მოქალაქე, რომელიც თავის მფარველზე, მდიდარ და გავლენიან მოქალაქეზე - „პატრონზე“ იყო დამოკიდებული.
    Source: რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
  2. ის, ვინც რეგულარულად სარგებლობს ჩვენი პროდუქტებით და იცის, რატომ აკეთებს ამას, ანუ შეუძლია არჩევანის დასაბუთება კომპანიის კონკურენტულ უპირატესობებზე დაყრდნობით. ჩვეულებრივ, ასეთი კლიენტი კარგად დაფიქრდება, სანამ კონკურენტის შეთავაზებას მიიღებს და, ცხადია, მხოლოდ ფასის მცირედი განსხვავებისთვის „არ გაგვცვლის“. ძალზე საინტერესოა, რომ ქართულ რეალობაში ასეთ ორგანიზაციას „მუდმივ კლიენტს“ უწოდებენ, რაც, ალბათ, მიანიშნებს მცდარ შეხედულებაზე, რომ ის ყოველთვის (მიუხედავად მომსახურების ხარისხისა) ჩვენი მყიდველი იქნება. ადამიანურ ურთიერთობებში მას შეიძლება „კარგი ნაცნობი“ ვუწოდოთ, რომელიც თქვენი დადებითი თვისებების გამოა დაინტერესებული თქვენთან ურთიერთობით და თვითონაც თავს თქვენს კარგ ნაცნობად მიიჩნევს.
    Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 2, - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- აპრილი, 2007
  3. Comp.
    ცალკეული კომპიუტერები, რომლებიც უკავშირდება სერვერს. სახლში და ხშირ შემთხვევაში ოფისში განლაგებული კომპიუტერები არ ემსახურება სხვა კომპიუტერებს და ამიტომ მათ შეიძლება ვუწოდოთ კლიენტი. კლიენტ-კომპიუტერებში მოქმედებს ინდივიდუალური კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც ასრულებს სხვადასხვა ამოცანებს. მაგ.: ელ-ფოსტის კომპიუტერული პროგრამა (Microsoft Outlook), ინტერნეტ ბრაუზერი (Internet Explorer) წარმოადგენს კლიენტ-პროგრამებს. პერსონალურ კომპიუტერში, რომელიც არის კლიენტი, მოქმედებს ვებბრაუზერი (მაგ.: Internet Explorer) და იგი წარმოადგენს კლიენტ-პროგრამას. როდესაც ამ კომპიუტერზე მომხმარებელი ეძებს ინფორმაციას ინტერნეტში, ვებბრაუზერი უკავშირდება მოშორებით მყოფ სერვერს და მოითხოვს შესაბამის ვებ-გვერდს. მოშორებით მყოფ სერვერში ამოქმედდება სერვერის კომპიუტერული პროგრამა და მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიების შემდეგ კლიენტის ეკრანზე გამოჩნდება მოთხოვნილი ვებ-გვერდი.
    Source: ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – © ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი – პასუხისმგებელი რედ.: ანასტასია ქიტიაშვილი – თბ.,2010
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9