1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინფორმაციის თავისუფლება

  1. ხელისუფლების საქმიანობასა და სახელმწიფო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
    Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002,

  2. ადამიანის ერთ-ერთი პირადი ხასიათის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, იქ დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ინფორმაციის გაცნობაზე უკანონოდ უარის თქმა ან მცდარი ინფორმაციის წარდგენა დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,

  3. მოიცავს ინფორმაციის ძებნას, მოპოვებასა და მიღებას (პასიური ინფორმაციის თავისუფლება) ასევე ინფორმაციის გადაცემასა და გავრცელებას (აქტიური ინფორმაციის თავისუფლება)., ერთის მხრივ ეს არის უფლება მივიღოთ ინფორმაცია, მეორეს მხრივ კი ინფორმაციის თავისუფლება მოისაზრება როგორც აზრის გამოხატვის უფლების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი და გულისხმობს ინფორმაციის გავრცელების უფლებას. ინფორმაციის თავისუფლება არის აზრის გამოხატვის უფლების წინაპირობა, რადგანაც იმისათვის, რათა ადამიანს ჩამოუყალიბდეს ობიექტური ხედვა ამა თუ იმ საკითხის მიმართ, საჭიროა, მან პირველ რიგში მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია.
    Source: სკოლის სპეციფიკა : [გზამკვლევი] - (ინფორმაციის თავისუფლება)თბ. : თავისუფლების ინსტიტუტი, 2005
  4. სახელმწიფო ორგანოებში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის ღიაობა. სრული გამჭირვალეობის პირობებში საზოგადოებაში აღარ ჩნდება ეჭვი საჯარო მოხელეთა არაკეთილსინდისიერების შესახებ. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაზე და აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე ამ დაფინანსების ფარგლებში.
    Source: სოლიდარობა №9(18),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9