1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საენტოლოგია

მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან ,,Science“ - მეცნიერება, და შეიძლება ითარგმნოს როგორც მეცნიერბათმცოდნეობა ან მეცნიერებათმეტყველება. საენტოლოგიის, როგორც მოძღვრებისა და ეკლესიის დამფუძნებელია ამერიკელი ლაფაიეტ რონალდ ჰაბბარდი (1911 – 1986) დღეისათვის ჰიბბარდის ორგანიზაცია წარმოადგენს ქვეორგანიზაციების, შვილობილი ორგანიზაციების და შემნიღბავი ორგანიზაციების ჯუნგლებს, რომელშიც გარკვევა ძნელია. ამგვარი სტრუქტურა განპიროვნებულია უმთავრესად იმით, რომ ასეთია მმართველთა სურვილი. ორგანიზაცია მოწყობილთა მკაცრი კონტროლისა და დასჯის პრინციპებზე. რასაც გამუდმებულ მეთვალყურეობას უწევს სექტის უშიშროებას სამსახური ”სპეციასლურ დავალებათა ორგანიზაცია” (OSA – Organizaation for Special Aims) ყოველი საენტოლოგის ცხოვრების ცენტრში უნდა იყოს ორგანიზაცია. ის ან მუშაობს საენტოლოგიის ერთ–ერთ ფილიალში (ან ფირმაში), ან დადის კურსებზე. კურსებზე სიარული აუცილებელია. მათი თანმიმდევრობა უსასრულოდ გრძელდება. შესაბამისად იზრდება ფასიც მანამ, ვიდრე საენტოლოგიის მსხვერპლის მთელი ქონება ორგანიზაციის ანგარიშზე არ გადავა. სრულ გაკოტრებამდე მისული ადამიანი რჩება ქუჩაში უნუგეშოდ; მხოლოდ ერთეულები ახერხებენ მმართველი სისტემისკენ გზის გაკვლევას. (იხ. დიანეტიკა) საენტოლოგთა სექტა აქტიურად იყენებს მარკეტინგის უახლეს მეთოდებს. დამიანის სექტაში მიზიდვისთვის მრავალი ხერხი გამოიყენება: კარდაკარ სიარული, წერილობით მიმზიდველი სამუშაოს შეთავაზაბა, უფასო ფსიქოლოგიური ტესტების ჩატარება და სხვა. ასევე ქუჩაში, განსაკუთრებით კი დიდ მაღაზიებთან აგიტაცია და დიანეტიკის წეიგნების გაყიდვა. საენტოლოგთა შესანიღბი ფირმები აცხადებენ თანამშრომელთა მიღებას, ავსებინებენ მათ იგივე ანკეტებს, როგორსაც საენტოლოგთა ეკლესიის წევრობის მსურველები ავსებენ, შემდეგ კი ახალ ,,თანამშრომლებს” აიძულებენ კურსებზე იაროს. ფართოდ გამოიყენება სექტაში ახალ წევრთა ჩაბმის სხვა მეთოდებიც. წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: ის, ვისაც სამსახურში თქვენი დაწინაურების, დაქვეითების ან სულაც დარჩენის ბედი აბარია, გაძლევთ გამუდმებულ რჩევას მონაწილეობა მიიღოთ სემინარის მუშაობაში ან იაროთ ადამიანებთან ურთიერთობის უნარის ასამაღლებელ კურსებზე. თქვენ რა თქმა უნდა, არც გაქვთ არჩევის საშუალება, რადგან დღეს ასე ჭირს სამსახურის შოვნა. სემინარის ორგანიზატორები დეტალურად შეისწავლიან თქვენი ჯანმრთელობისა და ფსიკის მდგომარეობას. თქვენ, არ გექნებათ საშუალება სემინარის განმავლობაში იქონიოთ კონტაქტი თქვენს ოჯახთან, თქვენ აგიხსნიან, რომ ეს და სხვა აკრძალვები აუცილებელია თქვენივე წარმატებებისათვის. გარდა აღნიშნულისა თქვენ აკრძალული გექნებათ: მიიღოთ დამატებითი საკვები ან სითხე, გაესაუბროთ ვინმეს სემინარისათვის განკუთვნილი ოთახის გარეთ, გამორიცხულია სემინარზე დაგვიანების შესაძლებლობა, და ეს მაშინ, როცა თქვენ ჩამორთმეული გაქვთ საათის ტარების უფლება. ამგვარად შევიწროებულსა და დათრგუნულს, სემინარის დამასრულებელ ეტაპზე, თქვენ კვლავ გეძლევათ საშუალება დატკბეთ გემრიელი და უხვი საკვებით, მონაწილეობა მიიღოთ ჯგუფთან ერთად საინტერესო სავარჯიშოების შესრულებაში. თქვენ ეიფორიულ მდგომარეობაში მყოფი ტოვებთ სემინარს და იღებთ გადაწყვეტილებას, კვლავაც მიიღოთ მონაწილეობა მის მუშაობაში, იგივეს ურჩევთ თქვენს ახლობლებსაც.
Source: დადუნაშვილი ელგუჯა და სხვ., აბაშიძე ლევან, გოგიბერიძე გია. რელიგიურ ურთიერთობათა რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (სექტა) / [ავტ.: ელგუჯა დადუნაშვილი, ლევან აბაშიძე, გია გოგიბერიძე] ; კავშირი "ჰუმან. საზ.", ფრიდრიხ ებერტის ფონდი - თბ., 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9