1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უნა უნე უნი

უნივერსალობის, ანუ მსოფლიო სამართლის პრინციპი

-- universalitqtsprinzip, weltrechtsprinzip, sistem der weltrechtspflege
მისი ძირითადი დებულებანი აისახა ჯერ კიდევ ჰუგო გროციუსის ცნობილ ნაშრომში ,,ომისა და მშვიდობის სამართლის შესახებ“ ყველაზე მკაფიოდ ეს პრინციპი ჩამოყალიბებული იყო XIX საუკუნეში, ა. ბულმერინგის და რ. მოლის შრომებში. უნივერსალური პრინციპის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს დასაჯოს დანაშაულის ნებისმიერი ჩამდენი, მიუხედავად დანაშაულის ჩადენის ადგილისა და დამნაშავის მოქალაქეობისა; ე.ი. ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს თავისი იურისდიქცია ნებისმიერ დამნაშავეზე, რომელიც მის ტერიტორიაზე იმყოფება მიუხედავად დანაშაულის ჩადენის ადგილისა და ობიექტისა. ამ თეორიის მომხრეებისათვის ამოსავალი დებულება იმის აღიარებაა რომ მართლწესრიგი ყველა ქვეყნისათვის საერთო სიკეთეა; პირმა, რომელმაც ხელყო ერთ-ერთი ქვეყნის ინტერესები, ყველა ქვეყნის ინტერესების სოლიდარობის გამო, წარმოიშვა სახელმწიფოების უფლება მართლწესრიგის სოლიდარულ დაცვაზე, ვინაიდან ყველა ქვეყანა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი, ერთნაირად არის დაინტერესებული უნივერსალური მასშტაბით მართლწესრიგის დაცვით. თუმცა, უნივერსალური პრინციპის მომხრეთა უმრავლესობა ცდილობდა გარკვეულად მაინც შეეზღუდა მისი განხორციელება.
Source: ნამჩევაძე დავით. სისხლის სამართლის კანონის სივრცეში მოქმედების პრინციპების ისტორიული მიმოხილვა // ალმანახი №12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9