1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ღა ღვ ღი ღმ ღო ღრ ღუ
ღვთ

ღვთის შვილები

ღვთის შვილთა გაერთიანება, რომელიც თავის თავს 1978 წლიდან სიყვარულის ოჯახს უწოდებს, დაარსა ამერიკელმა დევიდ ბერგმა. ღვთის შვილთა რწმენის მიხედვით მსოფლიო დგას გარდაუვალი აღსასრულის წინაშე. მხოლოდ იმათ აქვთ გადარჩენის შანსი, ვინც ამ მოძრაობას შეუერთდება და რადიკალურად შეაქცევს ზურგს აღსასრულისთვის განწირულ ამ სამყაროს. ამის ერთგვარი გამოხატუილებაა ახალი სახელის დარქმევა, რომელიც ბიბლიური წარმომავლობისაა. ფაქტობრივად არ არსებობს ამ ახალი მოძრაობის მოძღვრება, ყველაფერი წინასწარმეტყველ დევიდ–მოსე ბერგზეა დამოკიდებული. უმაღლესი მცნებაა – უპიროდ დაემორჩილო მას. ვინაიდან იგი საჯაროდ არ გამოდის და დამალულია, მისი მითითები ვრცელდება ე.წ. MO-ს წერილების მეშვეობით, რომელთაც უდიდესი ავტორიტეტი და მნიშვნელობა ენიჭება. ეს წერილები უმეტესად პორნოგრაფიული ხასიათისაა, სიტყვები ,,მოყვასის სიყვარული” თითქმის ყოველთვის გადმოცემულია პორნოგრაფიული პლანის მეშვეობით. ღვთის შვილთა მოძრაობისათვის საყოველთაოდაა დამახასდიათებელი უკიდურესად კონტრასტული აზროვნება. ყველა, ვინც ამ სექტის გარეთაა, წარმოადგენენ ,,სისტემიტებს” (სიტყვიდან სისტემა), რომელთა გამოყენება შეიძლება დაუფიქრებლად. არაფრის სანაცვლოდ, მისგან შეიძლება აიღო ყველაფერი ის, რისი აღებაც შესაძლებელია. გარეგან წინააღმდეგობებში, იქნება ეს მშობლების ,სახელმწიფოს თუ ნებისმიერი პიროვნებიდან მომდინარე, ხედავენ სატანის ძალას, რომელსაც სურს დაანგრიოს ის, რაც უკვე შექმნილია. სექტის შიგნით არის სიყვარული და უსაფრთხოება, სექტის გარეთ კი სიცივე და სიძულვილი. ვინც სექტას ტოვებს, ის ღმერთს ღალატობს და სატანას უერთდება. მას საშინელი რამ ელოდება და ამიტომ მისთვის უკეთესია, სექტიდან წავლისთანავე თავი მოიკლას. ღვთის შვილები ცხოვრობენ ,,კოლონიებში” და მუშაობენ ,,მთელი დღის მისიონერის” გრაფიკით. დღე გადატვირთულია ,,MO–ს წერილების“ კითხვით, ბიბლიის გაკვეთილებით, ქუჩაში მისიონერული მუშაობით და ფულის შეგროვებით. თითოეული წევრის საქმიანობა, მის მიერ გაწეული მისიონერული საუბრები, ბიბლიის გაკვეთილებისათვის თუ თვით ,,საარშიყო თევზაობისთვის” (Flirty Fishing) დახარჯული დროც კი უმკაცრესად აღირიცხება. გარე სამყაროსთან კონტაქტი მხოლოდ და მხოლოდ მისიონერული საქმიანობის გზით ხერხდება. ჯგუფში გაწევრიანება ტოტალურია, ნათესავებთან და ნაცნობებთან ადრე არსებული ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა აუცილებელია. ყოველი ეს ძლიერდება ახალი სახელის დარქმევითა და წევრთა როტაციით. ღვთის შვილები ცხოვრობენ შემოწირულობებითა და MO-ს წერილების, პატარა ბროშურებისა და მუსიკალური კასეტების გაყიდვით შემოსული ფულის ხარჯზე. მწირი შემოსავლიდან 10% MO-ს უნდა გაგზავნოს. კერძო საკუთრება, თუნდაც უმცირესი ფინანსური სახსრის ქონა, მკაცრადაა აკრძალული. სექტაში ლიტერატურა იერარქიის შესაბამისად, გარკვეული საიდუმლო საფეხურების მიხედვით ნაწილდება. ამგვარი განაწილება ხშირად პრიმიტიულ, კომიკურ ხასიათს ატარებს. სანამ ახალი წევრი ლიტერატურას მიიღებს, მისი ტვინი იმდენად ,,გაირეცხება და გასუფთავდება”, რომ ღმერთის სასჯელის შიშით ის ყველაფერს უწევს ანგარიშს. ამაში შედის FF –ის (Flirty Fishing-ის) მისიონერების მეთოდებიც: ახალგაზრდა ვაჟებმა და გოგოებმა მათი სხეულის საშუალებით ახალი ახალგაზრდები უნდა შექმნან: სხვაგვარად რომ ვთქვათ: MO–სთვის მათ პროსტიტუციას უნდა მიჰყონ ხელი. ეს სექტა გამსჭვალულია მუდმივი მერყეობის შეგრძნებით ბედნიოერების გრძნობასა და დანაშაულის გრძნობას შორის. თუ წარმატებული ხარ, მაშინ ეს იესოს შემოქმედებაა, თუ წარუმატებელი ხარ, შენი ბრალია. მათი რწმენით კონტროლდება სექტის ყოველი წევრის არა მარტო თითოეული ქმედება, არამედ თითოეული ნაფიქრიც. სწორედ აქედან მოდის მუდმივი დანაშაულის შეგრძნებაც. სექტის განკარგულებაში არსებული მეთოდებით, შესაძლებელია ადამიანს ტკივილის გზით აიძულონ იმის გაკეთება, რაც სექტის ლიდერებს მოეპრიანებათ, თანაც ისე, რომ ადამიანის ფიზიკურმა დაძაბუნებამ არ გამოიწვიოს მისი ფსიქიკური მოშლილობა... ღვთის შვილებთან ღამე განსაკუთრებით სასურველი დროა დამსჯელი აქციების ჩასატარებლად. დასასჯელს საწოლიდან ააყენებენ ხოლმე და უბრძანებენ, ხალიჩაზე გადავიდეს იმ დანაშაულის საზღაოდ, რაც მან მოიმოქმედა. ყველაფერი ეს ისე კეთდება, რომ კაცი გულწრფელად იჯერებს, თითქოს მან ძალიან ცუდი რამ ჩაიდინა. ეს ყოველივე ღამით კეთდება, ვინაიდან ღამე, ბუნებრივუია, გაცილებით ეფექტურია საამისოდ. ასე, მაგალითად, ერთმა დედამ ორი ღამე ვერ დაიძინა იმიტომ, რომ მისი ახალშობილი საშინლად ტიროდა. ბავშვი სულ რამდენიმე დღისა იყო და ჭვალური ტკივილები აწუხებდა. დილის 10 საათზე დედას ეუბნებიან: მზად იყავი, ჩვენ შემოგივლით, რათა დაგელაპარაკოთ. რა თქმა უნდა, დედას მაშინვე უჩნდებოდა ფიქრი: ნეტა რა დავაშავე? და ასე იწყება აუტანელი დაძაბულობა. იგი ელოდება. გადის 1, 2... 12 საათი ... იგი მთლიანად დაძაბულია, მაგრამ ეშინია საწოლთან მისვლის; ბოლოს, დაღლილობას ნებდება და წვება. უცებ იღება კარი, შემოდიან ხელმძღვანელები და იწყება წამება. ის გადმოჰყავთ საწოლიდან ხალიჩაზე; ამ დამსჯელი აქციიდან სამი საათის შემდეგ ის წამების მომდევნო ეტაპზე გადაჰყავთ. საუზმისას მან ხელმძვანელების წინაშე უნდა აღიაროს თავისი ცოდვები. მისი ბუნტი არსებული წესების წინააღმდეგ ბავშვის დაბადებისთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, მან უარი განაცხადა გაეკეთებინათ მისთვის ქირურგიული პროცედურა სამართებლით, ვინაიდან ამგვარ რამეს იგი, როგორც მედიცინაში ჩახედული, არაჰიგიენურად მიიჩნევდა. სექტა ცდილობს, ჩამოიშოროს ყველა, ვინც ხშირად ან ხანგრძლივად ავადმყოფობს. სამედიცინო დაზღვევა, როგორც წესი, არცერთ მათგანს არ აქვს; სექტაში სჭირდებათ მხოლოდ ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანები, ან ისეთები, ვისაც ბევრი ფული აქვს. რა თქმა უნდა, ღვთის შვილებთან არც ისეა საქმე, რომ იქ მისულები მაშინვე მათ რიგებს შეუერთდნენ ,,საარშიყო თევზაობის” (Flirty Fishing) და სხვა მეთოდების დანიშნულებაა ,,თევზი” ჯგუფში მიიტყუოს. აქ მას ყველა ერთობლივად ,,დაამუშავებს”. ახალმოსულს შეუქმნიან შთაბეჭდილებას, რომ იგი სრულადაა დაცული და შეუვალი, რომ ის საყოველთაო ყურადღების ცენტრშია მოქცეული და ყველას უყვარ. იქ ყველა ერთად მღერის და ეს ატმოსფერო საოცრად ლამაზია. ახალ წევრებს, რომელთაც ქრისტიანული რწმენა აქვთ, ისეთი შთაბეჭდილება ექმნებათ, თითქოს აქ მორწმუნეთა ჯგუფი იყოს, რომელიც ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. ისინი ადვილად პოულობენ განსხავებას ყოველივე ნანახსა და კვირა დღის მოსაწყენ ღვთისმსახურებას შორის. ვინც გადაწყვეტს, რომ უფრო ხშირად მოვიდეს აქ, ის შეიტყობს იმათი აღფრთოვანების შესახებაც, ვინც უკვე მიიღო ამგვარი გადაწვეტილება. ამას მოჰყვება ერთგვარი შეთავაზება – მოთხოვნა: სცადოს ჯგუფთან ერთად ცხოვრება. აქ იწყება გადაბირების მეორე ფაზა: ახალმოსული არც ერთი წუთით აღარ რჩება მარტო, ვინმე ყოველთვის არის მის გვერდით; მას აღარ აქვს დრო საიმისოდ, რათა გაანალიზოს არსებული სიტუაცია, ვინაიდან გამუდმებითაა დაკავებული; ეს წეტრილების კითხვა, ერთობლივი ლოვცები, საგალობლები, კოლონიის დალაგება – დასუფთავება, საუბრები და ა.შ. კაცმა რომ თქვას, საამისოდ დაეჭვების საფუძველიც არ უნდა არსებობდეს, ვინაიდან მთელი ჯგუფი, გამონაკლისის გარეშე, ერთი აზრისაა. გარკვეული დროის შემდეგ, როგორც წესი, ახალმოსული სხვა ჯგუფში გადაჰყავთ, ისე რომ, გავლენა გარედან გამოირიცხება. ამასთან, ყოველგვარი საშუალებებით ბრკოლდება კერძო კონტაკტები გარე სამყაროსთან. თანდათან ისეთი გრძნობა ეუფლება ახალმოსულს, თითქოს სხვანაირად ცხოვრება აღარც შეიძლება.
Source: დადუნაშვილი ელგუჯა და სხვ., აბაშიძე ლევან, გოგიბერიძე გია რელიგიურ ურთიერთობათა რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (სექტა) / [ავტ.: ელგუჯა დადუნაშვილი, ლევან აბაშიძე, გია გოგიბერიძე] ; კავშირი "ჰუმან. საზ.", ფრიდრიხ ებერტის ფონდი - თბ., 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9