1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ყა ყვ ყი ყო ყრ ყუ
ყურ

ყურანი

არაბულად ,,კითხვას’’ ნიშნავს. მუსლიმანთა რწმენით, მუჰამედს 610 წელს ეუწყა ზეციური სიბრძნე, რომელსაც იგი სხვათ გადასცემდა. თანდათან, მოძღვრის ქადაგებათა შესაბამისად, ეს სიბრძნე ეტრატზე, პალმის ფურცლებსა და თუ ქვის ფილებზე გადაიტანეს მისმა წერა-კითხვის მცოდნე მიმდევრებმა. ყურანი დაწერილია გარითმული პროზით. შედგება 114 თავისაგან, რომელთაც არაბულად სურები ეწოდება. თითოეული სურა გულისხმობს გამოცხადებას ანუ ხილვას, რაც წინასწარმეტყველს მიემადლებოდა ხოლმე ექსტაზური ლოცვების ჟამს. სურებს საკუთარი სახელები (სათაურები) აქვთ. ისინი დაყოფილია მუხლებად ანუ ლექსებად (აიებად). სულ 6211 ლექსია.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9