1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პით პილ პირ პიტ პიუ

პიროვნული უსაფრთხოება

  1. ცნება საერთაშორისო ლექსიკონში 20-ე საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. მანამდე 300 წლის განმავლობაში მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების იდეა იყო ნაცნობი და მიღებული ცნება. სახელმწიფოები უფლებამოსილი იყვნენ და მათგან მოელოდნენ ტერიტორიული მთლიანობის დაცვას გარეშე საფრთხისაგან და დასაშვები იყო სპეციალური ზომების მიღებაც კი ამ მიზნით, მაგრამ უსაფრთხოების გაგება, ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო დონეზე, არ სცდებოდა სახელმწიფოს საზღვრებს. უსაფრთხოების კონცეფცია შეიცვალა 1990-ან წლებში და საერთაშორისო საზოგადოებრიობამ გააცნობიერა არა მხოლოდ სახელმწიფოების არამედ ადამიანების დაცვა უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელოვნება. თუნდაც მაშინ როდესაც ეს ეწინააღმდეგებოდა კონკრეტული მთავრობის სურვილებს. რა თქმა უნდა მანამდეც არსებობდა სიტყვა უსაფრთხოების ზოგადი გამოყენება, რომელიც ვრცელდებოდა ადამიანებზე. მაგრამ 1990-იან წლებში რადიკალური ცვლილება მოხდა საერთაშორისო დონეზე: პირველად ისტორიაში ადამიანების დაცვა, რაც ადრე კონკრეტული სახელმწიფოს პირად საქმედ ითვლებოდა გახდა საერთაშორისო საზოგადოებრიობის განხილვის საგანი.

  2. „პიროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობა არის „ხალხის უსაფრთხოების“ სინონიმი... პიროვნული უსაფრთხოების მიზანი არის ხალხის უსაფრთხოება და გადარჩენა.” (დოქტორი სვერ ლოდგაარდი)

  3. სხვადასხვა ინტერპრეტაციების, განმარტებების და ხაზგასმის მიუხედავად პიროვნული უსაფრთხოების სხვადასხვა ცნებებს აქვთ საერთო ელემენტები. პიროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგის ცენტრალური მახასიათებლებია: ▪ აქცენტი სახელმწიფოების უსაფრთხოებიდან გადატანილია ხალხის უსაფრთხოებაზე. რაც პიროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ ძირითად დამსახურებად ითვლება. როგორც ადრე ვახსენეთ, საუკუნეების მანძილზე უსაფრთხოება განიხილებოდა ძირითადად როგორც ეროვნული ან სახელმწიფოებივი უსაფრთხოება. ამჟამად პიროვნული უსაფრთხოების იდეა იწვევს ხალხს საერთაშორისო დისკუსიაზე და აყენებს პიროვნული და ხალხის და არა მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხს. ▪ ეს გულისხმობს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სახელმწიფოების ვალდებულებას მათი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის შესახებ. ხალხის უსაფრთხოებაზე ფოკუსირება ზრდის სახელმწიფოების როლს თვიანთი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაში. ▪ ის აღიარებს ადამიანის უსაფრთხოების ურთიერთდაკავშირებულობას ფაქტთან, რომ ბევრი საკითხი სცდება სახელმწიფოს და სხვა საზღვრებს. პიროვნული უსაფრთხოების ბუნება ხაზს უსვამს დღევანდელ მსოფლიოში ხალხის ურთიერთდამოკიდებულებას და გვახსენებს, რომ ბევრ პრობლემას არა აქვს „პასპორტი” და ვერ შეჩერდება პოლიტიკურ საზღვრებზე. მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში ქალები და მამაკაცები არ არიან იზოლირებული განვითარებად ქვეყნებში არსებული სიღარიბისაგან, რაც დასტურდება მიგრაციის და დაავადებების მაგალითზე, რომელთათვისაც არ არსებობს საზღვრები. განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობა რისკის ქვეშ არის ჩრდილოეთის ქვეყნების ქარხნების მიერ წარმოშობილი ინდუსტრიული დაბინძურების გამო. ▪ ის აღიარებს არასამთავრობო სექტორების მნიშვნელობას. მიწის ნაღმების საწინააღმდეგო საერთაშორისო კამპანია ხშირად მოყვანილია, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ეფექტური ინიციატივა. „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ეძებენ უფრო დიდ შესაძლებლობებს და დიდ პსუხისმგებლობას პიროვნული უსაფრთხოების დამკვიდრებისათვის. ბევრ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან ეფექტური პარტნიორი აღმოჩნდა ხალხის უსაფრთხოების დაცვის საქმეში” 33 ▪ ის მოითხოვს, რომ ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული უფლებების დარღვევის დამნაშავეებმა პასუხი აგონ. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს და ასევე საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნა ყოფილი იუგოსლავიისა და რუანდასათვის განიხილება როგორც მნიშვნელოვანი წინსვლა პიროვნული უსაფრთხოების დამკვიდრებისათვის. ▪ ის ხაზს უსვამს უსაფრთხოების საკითხების სირთულეს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კომპლექსური გადაწყვეტილებების მოძიების აუცილებლობას. პიროვნული უსაფრთხოების სხვადასხვა გამოყენებას შორის არსებობს შეთანხმება, რომ ის არის მრავალ-ასპექტიანი ცნება, რომელიც მოითხოვს კოორდინაციას და თანამშრომლობას მონაწილეთა ფართო სპექტრს შორის. ერთ-ერთი რეაქცია, რომელსაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება არის „მსუბუქი ძალის” გამოყენება, ანუ დარწმუნების ძალის, რომელიც არ არის კონცენტრირებული საომარ ძალაზე და ტექნიკაზე (“მძლავრი იდეები მძლავრი იარაღის ნაცვლად”)
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9