1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პაბ პაგ პათ პაკ პალ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პანთეიზმი

  1. თვალსაზრისი, რომ ღმერთი სიკეთესა და ბოროტებას მიღმაა. ამ აზრს იზიარებდა უდიდესი პრუსიელი ფილოსოფოსი ჰეგელი. პანთეისტებს, ჩვეულებრივ, სჯერათ, რომ ღმერთი, ასე ვთქვათ, ასულიერებს სამყაროს, როგორც თქვენ - თქვენს სხეულს; რომ სამყარო თითქმის ღმერთია; რომ არ არსებობდეს სამყარო, არ იარსებებდა ღმერთი; ყოველი არსებული სამყაროში არის ღმერთის ნაწილი. ქრისტიანები სულ სხვაგვარად ფიქრობენ. ღმერთმა გამოიგონა და შექმნა სამყარო მსგავსად იმისა, როგორც კაცი ქმნის სურათს ან თხზავს მელოდიას.
    Source: ლუისი ქლაივ სთეიფლ. უბრალოდ ქრისტიანობა / [მთარგმნ.:ზეინაბ სარაძე ; რედ.:მაია ახალაია, მერაბ ცინდელიანი] - თბ. : მშვიდობის, დემოკრატიისა და განვით. კავკას. ინ-ტი, 2002,

  2. ის გვეუბნება, რომ ყველაფერი არის ღმერთი, ანდა, ყველაფერი არის ღმერთში (პან-ენ-თეიზმი. კოპლსტონის ტერმინი). სამყაროს ასეთი გაწყობა სუბიექტის და მოვლენის იგივეობაზე მიგვითითებს. ანუ, სუბიექტი კი არ განსაზღვრავს შემთხვევას, თვითონ სუბიექტია შემთხვევა, მისი პარამეტრები. ამიტომ, სუბიექტიცა და შემთხვევაც ერთად ხდება. ეს გაწყობა, სტრუქტურა სამყაროს აღქმის „ქრონიკული“ წესიდან არ გამოიყვანება. ამიტომაც შემთხვევითი არ არის ასეთი მოძღვრებების ერესად მონათვლა.
    Source: სემიოტიკა № 3, – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე,– [ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი], თბ.,– 2008
  3. რელიგია, რომელიც ღმერთს ბუნებაში „ჩაძირულად“ თუ „შთანთქმულად“ მოიაზრებს. ასეთი ღმერთი არ არის შემოქმედი და სამყაროც ამ ტიპის რელიგიის თანახმად არ წარმოშობილა, იმთავითვე არსებობდა მარადიულად, ღმერთებიც არსებულის წიაღში დაიბადნენ და ჩათრეულნი არიან ბუნების პროცესებში, მის წრებრუნვაში. ღმერთს თითქოს არა აქვს ბუნებისგან დამოუკიდებელი არსებობა, გათქვეფილია მასში, დამორჩილებულია მის კანონებს. ბუნება პერიოდულად კვდება, ღმერთიც კვდება ბუნებასთან ერთად და აღორძინდება ბუნების ძალთა აღორძინებასთან ერთად.იგი უფრო მსოფლმხედველობაა, ვიდრე რელიგიის დამოუკიდებელი ტიპი. პანთეიზმი დამახასიათებელია ბევრი პოლითეისტური რელიგიისთვის, კერძოდ, ამ რწმენას ეფუძნება კულტი მომკვდარი და აღორძინებადი ღვთაებებისა, რაც საკმაოდ გავრცელებული იყო წინა აზიაში (დუმუზი, თამუზი, ადონისი, ატისი და სხვ.).
    Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9