1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ალ- ალბ ალე ალი ალკ ალო ალტ ალუ ალჯ

ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები

2000 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია მჭიდროდ თნამაშრომლობს მოძრაობა ,,ფათჰთან“, რომელსაც თავად იასირ არაფატი უდგას სათავეში. ,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტთა სიაში 2002 წელს შეიყვანა, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ კამიკაძე ტერორისტის მიერ იერუსალიმში განხორციელებული ტერაქტი საკუთარ თავზე აიღო. ,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები“ ისლამისტურ მოძრაობას არ მიეკუთვნება. დაჯგუფებამ მოქმედება 2000 წლიდან დაიწყო, როდესაც პალესტინურმა ინტიფადამ აიღო სტარტი. ორგანიზაცია ნაციონალისტურ პრინციპებზეა დაფუძნებლი. თუმცა ხშირად, ,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები“ მჭიდროდ თანამშრომლობს ,,ჰამასთან“ და ,,ისლამურ ჯიჰადთან“ და მათთან ერთად გეგმავს ამა თუ იმ ტერაქტის განხორციელებას. არსებობს ეჭვი, რომ ,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადების“ საქმნაობას თავად იასირ არაფატი აკონტროლებს, თუმცა პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი ამას კატეგორიულად უარყოფს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ, ისრაელის დაზვერვამ გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანხმად არაფატის ბრძანებით ,,ალ-აქსას ბრიგადებმა“ 20 ათასი აშშ დოლარი მიიღო.
Source: ღირსიაშვილი ლ.ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი: ორი ერი, ერთი მიწა //ახალი აზრი №2 (8),– 2003,– ივნისი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9