1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინტერსექსი

Etym. ლათ. inter - შუა, შორის, sexus - სქესი
აღწერს ადამიანს, რომელსაც „ორმაგი“ ბიოლოგიური სქესი აქვს. არსებობს ბევრი გენეტიკური, ჰორმონული და ანატომიური ვარიაცია, რომელიც ადამიანის ინტერსექსუალობას განაპირობებს (მაგ. კლინეფელტერის სინდრომი). მშობლები და ექიმები ხშირად ინტერსექს ახალშობილებს რომელიმე კონკრეტულ სქესს მიაწერენ და შესაბამის ოპერაციასაც უტარებენ, რათა შესაბამისობაში მოიყვანონ ახალშობილის სხეული არჩეულ სქესთან. ეს პრაქტიკა სულ უფრო მეტად საკამათო ხდება და მის წინააღმდეგ უკვე ზრდასრული ინტერსექსი ადამიანები გამოდიან. ტერმინი ინტერსექსი არ შეიძლება ჩანაცვლდეს სხვა დეფინიციით და არ არის სინონიმი სიტყვა ტრანსგენდერისა.
Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9