1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გელ გენ გეო გერ გეუ

გენდერული იდენტობის აშლილობა

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ გამოცემულ მენტალურ დაავადებათა მეოთხე დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში შესული საკამათო დიაგნოზი, რომელიც ტრანსგენდერ და სხვა გენდერულად ცვალებად ადამიანებს ენიჭება. იქიდან გამომდინარე, რომ ამ დიაგნოზის მიხედვით ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა „აშლილობად“ მოიხსენიება, ტერმინი „გენდერული იდენტობის აშლილობა“ ხშირად დამამცირებლად მიიჩნევა. დიაგნოზი ხშირად ენიჭებათ ბავშვებს, რომლებიც არ ემორჩილებიან მათთვის საზოგადოების მიერ მიწერილ ჩაცმულობის, თამაშისა და ქცევის გენდერულად სტერეოტიპულ ნორმებს. ასეთ ბავშვებს ინტენსიურ ფსიქოთერაპიას უქვემდებარებენ ხოლმე, ისევე, როგორც ცდილობენ მათი ქცევის შეცვლასა და ინსტიტუციონალიზაციას. გენდერული იდენტობის აშლილობა ცვლის უფრო მოძველებულ „გენდერული დისფორიის“ ტერმინს.
Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9