1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ომბ ომი

ომბუდსმენის ინსტიტუტი

  1. სამსახური, რომელიც ფართოდ მონაწილეობს სახელმწიფო ხელისუფლების დარღვევების სფეროში მოქალაქეთა საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში. ტრადიციულ გამოკვლევებსა და სამეცნიერო სტატიებში ტერმინ “Ombudsman”-ის არსი განიხილება ადმინისტრაციული და სახელმწიფო სამართლის ხაზით. აშშ-ის სამართალი ახდენს ამ ინსტიტუტის ზოგად კორექტირებას და მას მიაკუთვნებს როგორც საჯარო ასევე კერძო სამართლის სფეროებს. საჯარო სამართლის ჭრილში იგი განიხილება როგორც სასამართლოს გარე შესაძლებლობა განახორციელოს დემოკრატიული კონტროლი სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში დასაქმებულ სახელმწიფო მოხელეებზე და ამ ინსტიტუტებზე. კერძოსამართლებრივი თვალსაზრისით კი იგი განიხილება როგორც სამოქალაქო თანაცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმოშობილი დავების არასასამართლო გზებით გადაწყვეტის შესაძლებლობა.
    Source: გაჩეჩილაძე ე. ომბუდსმენის ინსტიტუტი ამერიკის შეერთებულ შტატებში //ალმანახი № 18 , [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, - 2003,

  2. ამ ინსტიტუტის ძირითადი ფუნქციაა იმ პირთა უფლებების დაცვა, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან სახელმწიფო ადმინისტრაციის არაკანონიერი მოქმედებების მსხვერპლნი. შესაბამისად, ომბუდსმენი ხშირად გამოდის როგორც მიუკერძოებელი მედიატორი ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავდება, თავიანთი უფლებამოსილების შესრულებისას ყველა ემორჩილება მსგავს პროცედურებს. ომბუდსმენი იღებს სარჩელებს საზოგადოების წარმომადგენლებისაგან და განიხილავს მათ, თუ ისინი მის კომპეტენციაში ხვდებიან. გამოძიებისას ომბუდსმენს, როგორც წესი, შეუძლია გაეცნოს ყველა სათანადო დოკუმენტს, რომელიც სხვადასხვა საჯარო ორგანოებში არსებობს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს. რეკომენდაცია გადაეცემა შესაბამის პირს, ასევე იმ ორგანოს, რომლის წინააღმდეგაც არსებობს სარჩელი. თუკი რეკომენდაციის შესრულებას თავი აარიდეს, ომბუდსმენს შეუძლია მოხსენება წარუდგინოს პარლამენტს. აღნიშნული მოხსენება შეიძლება წარდგენილ იქნეს ასევე ყოველწლიური მოხსენების ნაწილად, რომელიც დამატებით შეიცავს პრობლემებსა და მათი გადაწყვეტისათვის გასატარებელი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ცვლილებების რეკომენდაციებს.
    Source: გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დოკუმენტები / [საქ. ახალგ. იურისტთა ასოციაცია] - თბ. : [საია], 1999 - წ. 2 - , 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9