1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქვე ქვი

ქვიარ

E. queer
მნიშვნელობათა რამდენიმე შრის მქონე კომპლექსური ტერმინია. წარსულში იგი ჰომოსექსუალობისთვის შეურაცხმყოფელ ტერმინად გამოიყენებოდა, თუმცა 1980-იანი წლების აქტივისტებისა და თეორეტიკოსების დამსახურებით, რომელთა მიზანიც სექსუალობისა და გენდერული იდენტობის შესახებ არსებულ ნორმებთან შეწინააღმდეგება იყო, ტერმინმა პოზიტიური და კონფრონტაციული მნიშვნელობა შეიძინა. ტერმინი ქვიარ გამოიყენება ზოგადად ლგბტ თემის აღსანიშნად და ასევე ასოცირებულია კრიტიკული თეორიის კონკრეტულ მიმართულებასთან (ქვიარ თეორია), რომელიც ეჭქვეშ აყენებს იდენტობის კატეგორიების, მაგალითად „ლესბოსელის“ ან „გეის“ მართებულობას. ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავს ქვიარს უწოდებენ, ხშირად ამით ქვიარ თეორიისა და აქტივიზმის ღირებულებებთან საკუთარ კავშირს უსვამენ ხაზს. ჩვენც სწორედ ასე ვიყენებთ ამ ტერმინს.
Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9