1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტრა ტრე ტრი ტრო ტრუ

ტრანსვესტიზმი

  1. E. transvestism
    ხშირად წარმოჩენილი, როგორც პათოლოგიური სექსუალური ფეტიში, ტრანსვეტიზმი გულისხმობს ფენომენს, როცა ადამიანი (ძირითადად მამაკაცი) სიამოვნებას განიცდის „სხვა“ სქესის/გენდერის ტანსაცმლის ჩაცმისას.
    Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
  2. ტრანსვესტიტი - დამამცირებელი ტერმინი. საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ჩაცმისაკენ სწრაფვა. დიდი ხნის განმავლობაში მას უკავშირებდნენ მხოლოდ და მხოლოდ ჰომოსექსუალობას, ამასთან აქტიურს ქალებთან და პასიურს – კაცებთან. ამიტომ ქვეყნებში, სადაც ჰომოსექსუალობა კანონით იდევნებოდა, ტრანსვესტიზმი ამორალურ და დანაშაულებრივ მოვლენად მიიჩნეოდა. თანამედროვე თვალსაზრისით, ტრანსვესტიზმი – არაერთმნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ტარების მოტივები შეიძლება იყოს არსობრივად სხვადასხვა. ნამდვილი ტრანსვესტიზმი წარმოადგენს პერვერსიას, რომლის დროსაც საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ჩაცმა იწვევს სექსუალური სიამოვნების განცდას, მაგალითად, კაცებში ძლიერ სექსუალურ აღგზნებას ქალის თეთრეულის, კაბის, წინდების და ა.შ. ჩაცმის დროს. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს სარკის წინ საკუთარი სხეულის ფერება და ონანიზმი.
    Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9