1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ლა ლგ ლე ლი ლო ლტ ლუ
ლე ლეგ ლევ ლეზ ლეი ლეკ ლემ ლენ ლერ ლეს ლეტ ლექ

ლესბოსელი ფემინისტები

E. lesbian feminists
70-იან წლებში ლესბოსელმა ფემინისტებმა წარმოადგინეს ახალი ხედვა „ლესბოსური ნაციის“ შესახებ, რომელიც ქალზე ორიენტირებული უტოპია იყო, ერთგვარი „სამოთხე უგულო (მამაკაცურ/ჰეტეროსექსუალურ) სამყაროში“. ეს იყო ბაზა პოლიტიკური აქტივიზმისათვის. ლესბოსელი ფემინისტები ცდილობდნენ, შეექმნათ მეინსტრიმისაგან განცალკევებული თემი (ზოგი მათგანი მამაკაცებთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტის მომხრე იყო) და გამოწვევების წინაშე დაეყენებინათ მეინსტრიმ ნორმები და ღირებულებები. გეი განმათავისუფლებელი მოძრაობა და ლესბოსელი ფემინისტები მიმართავდნენ იმავე მეთოდებს: მსვლელობებს, მჯდომარე აქციებს და ა.შ. ისინი უარყოფდნენ ადრეული გეი მოძრაობის უმრავლესობისთვის საამებელ სტრატეგიას და სოციალური ცვლილების მოხდენას უწყობდნენ ხელს. რადიკალი ლესბოსელი ფემინისტები გამოეყვნენ ლესბოსელ ფემინისტებს და ჩამოაყალიბეს ლესბოსური ფემინიზმის განსხვავებული ფორმა, რომელიც გენდერის საზოგადოებაში ფუნქციონირების რადიკალურ ფემინისტურ ანალიზთან ასოცირდებოდა. ბევრი ლესბოსელი იზიარებს ლესბოსელი ფემინისტების იდეებს.
Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9