1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ოსე ოსვ ოსკ ოსტ ოსუ

ოსტრაკიზმი

ათენის დემოკრატიის „მონაპოვარი“. ათენური დემოკრატიის პროცედურა, რომელიც ათენის დემოსს საშუალებას აძლევდა მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ, კენჭისყრით, თიხის ფირფიტებზე მსხვერპლის სახელის დაწერით, გამორჩეული მოქალაქე გაეძევებინა 10 წლით (მოგვიანებით მხოლოდ 5 წლით) ქონების კონფისკაციის გარეშე. ნიშანდობლივია, რომ ოსტრაკიზმს არაფერი საერთო არ ჰქონდა სასამართლო პროცესთან, გაძევება არ იყო სასჯელი დანაშაულისთვის, ხოლო თავად ოსტრაკიზმის მსხვერპლი დამნაშავედ არ მიიჩნეოდა. გაძევების საფუძველი მხოლოდ ხალხის ნება იყო და სხვა არაფერი, ხოლო მიზანი - ქარიზმატული და გამორჩეული მოქალაქეების გავლენის შესუსტება.
Source: ევროპული კულტურის ორი საფუძველი: Vita Contemplativa და Vita Activa / რედ.-შემდგ.: პაატა პაპავა, ზაზა შათირიშვილი. - თბ., 2008. - 316გვ. ; 24სმ.. - (ევროპული ძიებანი : სტატ. კრ., 2008). - ISBN 978-9941-0-1047-7[MFN: 4921]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9