1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნაა ნაგ ნად ნავ ნათ ნაკ ნამ ნარ ნატ ნაფ ნაც ნაწ ნახ

ნაკშბანდიის ორდენი

ნაკშბანდიის ორდენის ფუძემდებლად ითვლება შუააზიელი მუჰამედ ბაჰა ალ-დინ ალნაკშბანდი (1328-1389), რომლის მოძღვრებამ XVI-XVII საუკუნეებში ცვლილებები განიცადა და თურქეთში გავრცელების შემდეგ კავკასიაშიც შემოვიდა. იგი შემოიტანა ჩეჩნების პირველმა ეროვნულმა გმირმა, შეიხ მანსურმა. ჩეჩენ-დაღესტნელთა წინააღმდეგობის გატეხვის შემდეგ ეს ორდენი ფეხს ჩერქეზეთში იკიდებს. თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე მისი უკანასკნელი კვალი 1917 წ. რევოლუციის დროს თათარ-ბაშკირეთში ჩანს. ეს საკითხი საფუძვლიანად შეისწავლა თელავივის უნივერსიტეტის პროფესორმა მოშე გამერმა, რომელმაც დიდი ყურადღება დაუთმო ჩრდილოკავკასიელების ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას და თურქეთის, ირანის, რუსეთის და საფრანგეთის გეოპოლიტიკური ინტერესების შეჯახებას XIX საუკუნის კავკასიაში. საფუძვლიანად იკვლევს რა ზემოთ ხსენებული ქვეყნების, ასევე სომხეთის, საქართველოს, ფინეთის და სხვა ქვეყნების საარქივო მასალებს, მეცნიერი ასკვნის, რომ რეგიონში მიურიდიზმის და, საერთოდ, ისლამის გავრცელებას მყარი ნიადაგი სწორედ ცარიზმის უგუნურმა, აშკარად გამოხატულმა ანტიმუსლიმურმა პოლიტიკამ შეუქმნა. ყაზი მუჰამედისა და ჰამზათ-ბეგის შემდეგ, შამილი რიგით მესამე და ყველაზე ძლიერი იმამი აღმოჩნდა, რომელმაც შეძლო დაღესტნელების და ვაინახების გაერთიანება ერთ თეოკრატიულ მილიტარისტულ სახემწიფოში – იმამატში. ცნობილია, რომ იგი მკაცრად იცავდა ორთოდოქსულ დოგმებს და უკომპრომისოდ ებრძოდა ბრმა რელიგიურ ფანატიზმს. იმ პერიოდში შუა აზიიდან კავკასიაში სპეციალურად იგზავნებოდნენ შეიხები, რომლებიც აგრესიულ და ექსტრემისტულ ისლამს ქადაგებდნენ. ამ მიმდინარეობის წევრებს იგი სიკვდილით სჯიდა.
Source: ჩიქოვანი, ნინო რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში : სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჩიქოვანი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა]. - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 116გვ. ; 29სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - რეზ. ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 99940-871-2-6 : [ფ.ა.][MFN: 29986]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9