1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰეგ ჰედ ჰეი ჰეკ ჰელ ჰემ ჰერ ჰეტ ჰეჯ

ჰეისის კოდექსი

ჰოლივუდმა საკუთარ თავს 30-იან -60-იან წლებში დაუწესა, კათოლიკური და კონსერვატიული პროტესტანტული ჯგუფების მხრიდან ზეწოლის შედეგად. ეს იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან კოდექსთაგანი, რომელიც ზედმიწევნით ზუსტი იყო და რომელსაც პატივს სცემდნენ მასში გათვალისწინებული სანქციის გამო: ფილმი ვერ გავრცელდებოდა, თუ მას არ მიენიჭებოდა MPPA-ს (ამერიკის ფილმების ასოციაციის) გრიფი, რომელიც ადასტურებდა, რომ კოდექსის მოთხოვნები დაცული იყო.
ჰეისის კოდექსი კიდევ უფრო შორს მიდის: დაუშვებელია დახვეწილი სტილის შეურაცხყოფა, იქნება ეს კოსტიუმი, მოძრაობა, თუ კამერის რაკურსი. ,,დაუშვებელია ნუდიზმი, ფაქტობრივი იქნება ის, თუ სილუეტის სახით გამოსახული”. სექსუალურ გადახრებზე მინიშნებაც კი მიუღებელია. ტელევიზიით არ უნდა გადაიცეს ნებისმიერი უწესო, უღირსი ან მკრეხელური მასალა. ასევე იკრძალება გაუმართლებელი საშინელებანი, ძალადობის, მკვლელობის, წამების, ფიზიკური აგონიის (მათ შორის ცხოველებისაც), ნებისმიერი ზებუნებრივი მოვლენის, რომელიც იწვევს შიშს, დეტალური აღწერა. ტელევიზიამ ,,არ უნდა აღძრას ინტერესი” აზარტული თამაშების მიმართ, პროგრამით იქნება ეს, თუ რეკლამების მეშვეობით. არ უნდა მოხდეს სატელევიზიო თამაშების გაყალბება. კანონი არ უნდა გახდეს დაცინვის საგანი. სიძუნწე, ეგოიზმი და სისასტიკე არ უნდა წარმოჩინდეს დადებით კონტექსტში. დანაშაული არ უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ეფექტური, გამართლებული ან მომგებიანი ქმედება. დანაშაულის ტექნიკა ისე დეტალურად არ უნდა იყოს ნაჩვენები, რომ ვინმესთვის სახელმძღვანელოდ გამოდგეს.
Source: ბერტრანი, კლოდ-ჟან მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias : ხარისხის კონტროლი / კლოდ-ჟან ბერტრანი ; [მთარგმნ.: მანანა გიგაური ; რედ.: თამარ კინწურაშვილი]. - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2004. - 219გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 210-219. - ISBN: 99940-714-8-3 : [ფ.ა.][MFN: 26299]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9