1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წმ. წმი

წმ. დმიტრი კლეპინინი

(1904 - 1944) მღვდელი და საფრანგეთში მცხოვრები რუსი ემიგრანტი, რომელმაც მრავალი ებრაელი იხსნა სიკვდილისგან მეორე მსოფლიო ომის წლებში. იერუსალიმის იად ვაშემის ებრაულმა მემორიალმა 1984 წელს მას „მართალი არაებრაელის“ საპატიო წოდება მიანიჭა.
ნაცისტური ოკუპაციის წლებში იგი მონაწილეობდა „მართლმადიდებლური აქციის“ მოძრაობაში და მფარველობდა მრავალ ებრაულ ოჯახს, ტყვეებსა და ნაცისტების მიერ დევნილებს.
დმიტრი იური სკობცოვთან, თავისი სულიერი დის მარია სკობცოვას ვაჟთან, ერთად დეპორტირებულ იქნა ჯერ გერმანიაში ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში, შემდეგ კი ბანაკში, რომელიც დორაში მდებარეობდა, სადაც ის 1944 წლის ზამთარში, იურის სიკვდილიდან ოთხი დღის შემდეგ, პნევმონიით გარდაიცვალა.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მას 20 ივლისს მოიხსენიებს.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9