1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევგ ევთ ევრ ევქ

ევა ფონ ტიელე-ვინკლერი

(1866 - 1930) ლუთერანი ქალი დიაკვანი; დამაარსებელი „ფრიედენშორტისა“ (მშვიდობის სახლი) - მიტოვებულ ბავშვთა, სნეულთა და მოხუცთა თავშესაფრის ცნობილია, როგორც დედა ევა.
1888 წელს მამამ მას საშობაოდ სახლის გეგმა აჩუქა, რომელსაც შემდეგ ფრიედენშორტი (მშვიდობის სახლი) ეწოდა. ახალი სახლის აშენებისთანავე დედა ევამ თავისი სოციალური მოღვაწეობა დაიწყო. ფრიედენშორტში ნუგეშსა და თავშესაფარს პოულობდნენ ავადმყოფი პატარები, მიტოვებული ბავშვები თუ მოხუცები და ოჯახურად დაუცველი ინვალიდები.
ევამ შემდგომი წლების განმავლობაში პასტორ ფრიდრიხ ფონ ბოდელშვინგის გავლენითა და მამამისის თანხმობით დააფუძნა ქალ დიაკვანთა საზოგადოება, რომლებსაც ის სოციალური დახმარებების აღმოჩენას ასწავლიდა. მალე ფრიედენშორტის პროექტი დამატებით ორი ახალი ნაგებობის მშენებლობით განივრცო, რომელთაგან ერთი გათვალისწინებული იყო უკურნებელი სენით დაავადებულ- თათვის, ხოლო მეორე - ბავშვებისთვის.
1910 წელს ევამ ქალაქ ბრესლაუში დააფუძნა თავისი პირველი ბავშვთა სახლი. უსახლკაროთა სახლის პროექტი იმდენად განვითარდა, რომ მთლიანობაში 40 შენობა მოიცვა. ევამ აგრეთვე დააფუძნა „სახლები ოჯახებისათვის“, რომლებშიც 10-15 სხვადასხვა ასაკის ბავშვი იმყოფებოდა და იღებდა განათლებას ოჯახის მსგავს პირობებში, ექთნების მეთვალყურეობით.
1910-დან 1923-მდე წლებში ამ სახლებში 14000-ზე მეტმა ბავშვმა პოვა თავშესაფარი. ქალ დიაკვანთა რაოდენობა 800-მდე გაიზარდა. ფრიედენშორტის პროექტს თავიდანვე ახასიათებდა რელიგიური განურჩევლობა, რაც ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა მისიის განვითარებისა და მუშაობისათვის.
ევა ფონ ტიელე-ვინკლერის ზრუნვა უნუგეშოდ მიტოვებულ პატიმრებზეც ვრცელდებოდა და გულისხმობდა როგორც ციხეში ვიზიტებს, ისე იმ თავშესაფრებს, რომლებშიაც ციხიდან გამოსულებს საზოგადოებასთან რეინტეგრაციაში ეხმარებოდნენ.
დედა ევა გარდაიცვალა 1930 წელს პოლონეთის ქალაქ მიეკოვიცში მას შემდეგ, რაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღარიბთა, ავადმყოფთა და უმწეოთა დახმარების საქმეს.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9