1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წმ. წმი

წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე)

(1824-1907) გამოჩენილი ქართველი სასულიერო მოღვაწე დაიბადა 1824 წელს გორის მაზრის სოფ. დისევში იმავე სოფლის მღვდლის ოჯახში. მან სასულიერო განათლება მიიღო, ხოლო 1845 წლიდან ბერად აღიკვეცა. დიდია მისი ღვაწლი, როგორც მისიონერისა, რომელმაც ათასობით აფხაზი მოაქცია ქრისტეს რჯულზე; მანვე ჩაუყარა საფუძველი სწავლა-განათლების საქმეს აფხაზთა 1863 წელს აფხაზეთის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ თავისი სახსრებით ოჩამჩირეში სკოლა დააფუძნა; საკუთარ სახლში აღზარდა და სასულიერო განათლებას აზიარა აფხაზი ეროვნების ბავშვთა დიდი ჯგუფი, აღადგინა ეკლესია სოხუმში. XX საუკუნის 60-იან წლებში ეპ. ალექსანდრემ თბილისის სასულიერო სემინარიაში, ქალთა და ვაჟთა სასწავლებლებში, რამდენიმე სტიპენდია დაარსა, რისი წყალობითაც მრავალმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება. იგი ეხმარებოდა ყაზანის სასულიერო აკადემიის ღარიბ სტუდენტებსაც.
ეპისკოპოსი ალექსანდრე წევრი იყო მრავალი საქველმოქმედო ორგანიზაციისა, რომლებსაც ფინანსურ დახმარებას უწევდა. მათ შორის იყო კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოება, წითელი ჯვარი, უსინათლოთა სამზრუნველო, წყალში დახრჩობისაგან მხსნელი საზოგადოება, პირუტყვთა მფარველი საზოგადოება, ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოება, წმ. ანდრიას ძმობა, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ძმობა, ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და ა. შ.
1907წ. 22 ნოემბერს ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) გარდაიცვალა. დაკრძალულია შიომღვიმის მონასტერში. 1995 წლის 17 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის კრებამ თავისი განჩინებით ეპისკოპოსი ალექსანდრე წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა „წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე“. მისი ხსენების დღედ დაწესდა 8 ნოემბერი.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9