1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წმ. წმი

წმ. სტილიანოსი პაფლაგონიისა

(IV საუკუნე) დაიბადა ადრიანოპოლისში, რომელიც მდებარეობს მცირე აზიის პაფლაგონიის პროვინციაში (თანამედროვე თურქეთი).
წმ. სტილიანოსი მოღვაწეობდა ქრისტიანობის „ოქროს ხანაში“, რომლის დროსაც დასასრულს მიუახლოვდა რომაელთა მიერ ქრისტიანების დევნა, მოხდა რწმენის მცნებების სისტემიზაცია და ასკეტიზმის აყვავება. სტილიანოსი მიიზიდა განმარტოების იდეამ და საცხოვრებლად უდაბნოს მიაშურა. მაგრამ დიდმა სიყვარულმა სხვების მიმართ უკარნახა მას ჯერ გარშემომყოფთ დახმარებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნებულიყო უდაბნოს გამოქვაბულში განსასვენებლად და სალოცავად. ერთ ღამეს სტილიანოსს ღმერთი გამოეცხადა ლოცვისას. მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, თუ ზუსტად რა მოხდა იმ ღამით, თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ მეორე დღეს სტილიანოსის სახე სათნოებასა და სიმშვიდეს ასხივებდა. როდესაც იგი ეცადა ავადმყოფი ბავშვის მის თავზე ხელის დადებით დამშვიდებას, მან ღმრთის ძალის გამოვლინება იგრძნო ხელში და ბავშვიც უეცრად განიკურნა. იმ დღიდან სტილიანოსი სხვა ადამიანების ტკივილს შორი მანძილიდანაც გრძნობდა. სტილიანოსის გამოქვაბული მნახველების ადგილად იქცა, სადაც განიკურნა მრავალი დაავადებული. ასეთი მოგზაურები და მნახველები ცნობილნი გახდნენ არა მხოლოდ სტილიანოსის მიერ განკურნებით, არამედ თავიანთი ძლიერი რწმენის გამოც.
წმ. სტილიანოსი მოიხსენიება როგორც ახალშობილთა, ბავშვთა და, ზოგადად, ოჯახთა მფარველი წმინდანი. წმინდანი. თანამედროვეთა გადმოცემით, იგი იყო მუდამ სიკეთის საქმნელად განწყობილი და მოყვასისადმი სიყვარულით აღსავსე. მისი სათნო ღიმილი საყოველთაოდ იყო ცნობილი, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მოხუცდა.
წმ. სტილიანოსი მშვიდად გარდაიცვალა: მისი სახე ნათელს ასხივებდა, „როგორც მზე“. წმ. სტილიანოსს პატივს მიაგებენ, როგორც ახალგაზრდებისა და ქრისტიანი ოჯახების მფარველს. სტილიანოსის ცხოვრებამ, ლოცვამ და უზღვავმა სულიერმა ენერგიამ საკვირველებები მოახდინა და მრავალი დაავადებული ბავშვი განკურნა. იგი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 26 ნოემბერს მოიხსენიება.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9