1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბაა ბად ბავ ბაზ ბაკ ბალ ბან ბაპ ბარ ბას ბაქ ბაშ ბაჩ ბაჰ

ბალცეროვიჩი ლეშეკ

ეკონომიკის პროფესორი, დაიბადა ლიპნოში ვროცლავკასთან ახლოს. ლ. ბალცეროვიჩმა დაამთავრა ქ. ვარშავის დაგეგმვისა და სტატისტიკის ინსტიტუტი, ასევე ნიუ-იორკის წმ. გიორგის უნივერსიტეტი. 1969 - 1981 წ.წ. ბალცეროვიჩი პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის წევრი იყო. 1978-1981 წლებში იგი ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ეკონომისტთა ჯგუფს, რომელთაც ეკონომიკური რეფორმების პროექტი მოამზადეს. პარტიიდან გასვლის შემდეგ, 1981 წლიდან ბალცეროვიჩი პროფგაერთიანება „სოლიდარობის“ ეკონომიკური კონსულტანტი იყო. 1989-1991 წლებში იგი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრია მაზოვეცკისა და ბელეცკის მთავრობაში. ამ პერიოდში ბალცეროჩის სახელს უკავშირდება სოციალისტური ეკონომიკის კაპიტალისტურად გარდაქმნა. იმ დროიდან მოყოლებული ბალცეროვიჩის პიროვნება არაერთგვაროვნადაა შეფასებული ამ ქვეყნის მოქალაქეებში. მათი ერთი ნაწილი ბალცეროვიჩში „პოლონეთის ეკონომიკური სასწაულის“ ავტორს, ხოლო მეორე ნაწილი კი „ცივი გონების, აუღელვებელ ტექნოკრატს ხედავს“. მთავრობიდან წასვლის შემდეგ ბალცეროვიჩი ხელმძღვანელობდა ვარშავის სავაჭრო ინსტიტუტის ერთ-ერთ კათედრას, შექმნა რამდენიმე ფონდი, რომელთა ნაწილსაც იგი თავად აკონტროლებდა, იყო საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია JP Morgan-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და სხვ. 1992 წლიდან ბალცეროვიჩი გვევლინება რამდენიმე ქვეყნის, მ.შ. რუსეთის, უკრაინის, ყირგიზეთის, ლიტვის და ბულგარეთის მთავრობათა ეკონომიკური მრჩეველის როლში. წლების მანძილზე ბალცეროვიჩი უპარტიოა, წელს კი 1995 წელს იგი „თავისუფლების კავშირში“ („UNIA WOLNOSCY“) ერთიანდება, სადაც მას თავმჯდომარედ ირჩევენ და ამ ფუნქციას იგი 2000 წლის ბოლომდე ასრულებს (ამჟამად კავშირის თავმჯდომარეა პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პროფესორი ბრონესლავ გერემეკი).
პროფ. ლ. ბალცეროვიჩი სამშობლოში და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული 50-ზე მეტი სამეცნიერო საშრომის ავტორია. ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის ბალცეროვიჩი არჩეულია მრავალი ქვეყნის, მათ შორის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, იტალიის, სლოვაკეთის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორად. იგი დაჯილდოებულია ლუდვიგ ერჰარდის პრემიით (1992 წელს). 1998 წელს, ცნობილმა ინგლისურმა ჟურნალმა „Euromoney“ ლ. ბალცეროვიჩი წლის საუკეთესო ფინანსთა მინისტრად აღიარა, ხოლო 2000 წელს კი იგი ფრიდრიხ ჰაიეკის (ეკონომიკაში 1974 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი) პრემიით დააჯილდოვეს.
1997 წლის შემოდგომიდან 2000 წლის ივნისამდე ბალცეროვიჩი კვლავ პოლონეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრია. 2000 წლის ივლისიდან იგი დანიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩევლად. 2001 წლის დასაწყისიდან დღემდე ბალცეროვიჩი პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტია.
Source: ბალცეროვიჩი, ლეშეკ სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში/პოლონ. თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა. - თბ., 2002. - 216გვ. ; 20სმ.. - ISBN: 99928-0-290-1 : [ფ.ა.][MFN: 16552] UDC: 338(438) + 338.24.021.8(438)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9